WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (164408) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

პრემიერლიგის პრევიუ

თარიღი: მარტი 22, 2014

ინგლისური პრემიერლიგის 31-ე ტურის ყველაზე საინტერესო მატჩებს ლონდონი უმასპინძლებს.

 

ვესტ ჰემი – მანჩესტერ იუნაიტედი

წარმატებული საჩემპიონთალიგო მატჩის შემდეგ “მანჩესტერი” პრემიერლიგაში ეცდება სიტუაციის გამოსწორებას. “ვესტ ჰემთან” ლონდონში გასამართი მატჩი ევროზონაში მოსახვედრად ძალიან მნიშნველოვანია. წაგების შემთხვევაში, მოიესის გუნდს ჩავარდნილი სეზონის გამოსწორება ძალიან გაუჭირდებათ. საქმეს “ოლიმპიაკოსთანა” გამართული მატჩის გმირის, რობინ ვან პერსის ტრავმაც ართულებს. სამწუხაროდ ჰოლანდიელი მძიმედ დაშავდა და მას 4-6 კვირის გამოტოვება მოუწევს.

“ვეტ ჰემმა” წარმატებული სერიის შემდეგ უკანასკნელი ორი შეხვედრა წააგო და კვლავ მიუახლოვდა სახიფათო ზონას. მიუხედავად მე-12 პოზიციისა სატურნირო ცხრილში “წითელ ზონამდე” სულ რაღაც 3 ქულაა.

 

ტოტენჰემი – საუთჰემპტონი 

ტიმ შერვუდის წარუმატებელი სერია ევროპის ლიგიდან გამოვარდნით გაგრძლდა. “ტოტენჰემმა” პორტუგალიური “ბეფიკას” ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხეს. საქმე კარგად არც პრემიერლიგაშია. რომ არა “ევერტონის” სათასო ბატალიების მიზეზით გამოტოვებული ორი ტური, ლონდონელები უკვე დიდი ხინს წინ დაემშვიდობებოდნენ მეხუთე პოზიციას, რომელიც მომავალ წელს ევროპი ლიგის საგზურის გარანტიაა. შერვუდს თავსატეხს ტრავმირებული ფეხბურთელებით სავსე ლაზარეთიც უჩენს.

“საუთჰემპტონმა” ბოლო ორ ტურში მაქსიმალური შედეგი აჩვენა და მოპოვებული ექვსი ქულის ხარჯზე მე-8 პოზიციამდე აღზევდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მაურისიო პოჩეტინო შეგირდებმა ორივე გამარჯვება აუტსაიდერთა ჯგუფში მყოფ გუნდებთან მოიპოვეს, რომლებიც თუნდაც არც თუ ისე კარგ კონდიციებში მყოფ “ტოტენჰემსაც” ჩამოუვარდებიან სათამაშო დონით.

 

ჩელსი – არსენალი 

ტურის პროგრამას “სტემფორდ ბრიჯზე” ლონდონური დერბი გახსნის. “ჩელსის” და “არსენალის” დაპირისპირება ინგლისუი უიქენდის მთავარი მოვლენაა. “არისტოკრატები” გამარჯვების შემთხვევაში გარკვეულ უპირატესობას მოიპოვებენ, მაგრამ ნებისმიერი სხვა შედეგი ინგლისის უმაღლესი საფეხბურთო ეშელონის ლიდერთა ჯგუფში არსებულ მდგომარეობას, მეტ დაძაბულობას შესძენს.

აღნიშნულ შეხვედრას გუნდები განსხვავებული ხასიათით ხვდებიან. “მეთოფეები” ევროთასებს დაემშვიდობნენ, ხოლო “ჩელსი” ბრძლოას ორ ფრონტზე აგრძელებს. განსხვავებულია საკადრო მდგომარეობაც. მოურინიო მატჩს დანაკლისის გარეშე ხვდება, ვენეგერს კი როსიცკი, ოზილი, უოლკოტი, დიაბი და რემსი ვერ დაეხმარებიან.

ლონდონური დერბის მთავარი არბიტრი  43 წლის ანდრე მარინერი იქნება.

 

22/03/14

ჩელსი – არსენალი

კარდიფი – ლივერპული

ევერტონი – სუონსი

ჰალ სიტი – ვესტ ბრომვიჩი

მანჩესტერ სიტი – ფულემი

ნიუკასლი – კრისტალ პელასი

ნორვიჩი – სანდერლენდი

ვესტ ჰემი – მანჩესტერ იუნაიტედი

22/03/14

ტოტენჰემი – საუთჰემპტონი

ასტონ ვილა – სტოკ სიტი



მსგავსი სიახლეები