კანკავასა და ლობჟანიძის „დნიპრომ“ გასვლაზე დონეცკის „შახტარი“ დაამარცხა
დღეს, უკრაინის ჩემპიონატის 22-ე ტურის ცენტრალურ მატჩში, დნეპროპეტროვსკის „დნეპრი“, რომლის შემადგენლობაშიც ორი ქართველი ჯაბა კანკავა და უჩა ლობჟანიძე გამოდის, გასვლაზე დონეცკის „შახტარს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:2 დაამარცხა.
პირველი ტაიმის პოლო წუთზე ანგარიში არტიომ ფედეცკიმ გახსნა. მეორე გოლი დნეპროპეტროვსკელებმა შეხვედრის 83-ე წუთზე გაიტანეს, გოლი თავის ანგარიშზე მათეუსმა ჩაიწერა.
რაც შეეხება ქართველ ლეგიონერებს, ჯაბა კანკავამ კვლავ 90 წუთის განმავლობაში ითამაშა, ხოლო ლობჟანიძე მოედანზე მხოლოდ 89-ე წუთზე გამოვიდა, როდესაც პირველი გოლის ავტორი ფედეცკი შეცვალა.
„შახტარი“ – „დნიპრო“ 0:2 (0:1)
გოლები: ფედეცკი 45, მათეუსი 83′
„შახტარი“: პიატოვი, სრნა, კუჩერი, რაკიცკი, შევჩუკი, ჰუბშმანი (ედუარდო 73′), ფერნანდო (ილსინიო 46′), ტეიშეირა, ტაისონი (ბერნარდი 56′), კოსტა, ადრიანო
„დნიპრო“: ბოიკო, ჩებერიაჩკო, სტრინიჩი, მაზუხი, ფედეცკი (ლობჟანიძე 89′), კანკავა, ჯულიანი, როტანი, მათეუსი, კონოპლიანკა (პოლიტილო 87), სელეზნიოვი (ზოზულია 76′)
გაფრთხილებები: ხუბშმანი 17′, რაკიცკი 62′, სრნა 64′ – ფედეცკი 22′, კონოპლიანკა 37′, ბოიკო 71′
ამ გამარჯვებით ხუანდე რამოსის გაწვრთნილმა გუნდმა 38 ქულა დააგროვა, რითაც პირველ ადგილზე მყოფ „შახტართან“ სხვაობა 3 ქულით შეამცირა. სათქმელია, რომ დნეპროპეტროვსკელებს დონეცკელებთან შედარებით, თადარიგში კიდევ ერთი მატჩი აქვთ.
ცნობისთვის, შემდეგ ტურში „დნიპრო“ კიევის „დინამოს“ უმასპინძლებს.
ალექსანდრე მატევოსოვი