პრიმერა დივიზიონის პრევიუ
ესპანური პრიმერას მორიგი ტური დღეს აიღებს სტარტს. მადრიდული კლასიკოს შემდეგ ვითარება ცხრილის ზედა ნაწილში უკიდურესად დაიძაბა.
ბარსელონა – სელტა
მადრიდში მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ კატალონიელები საკუთარ მოედანზე მოკრძალებულ “სელტას” მიიღებენ და მორიგი სამი ქულის მოპოვებას საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ ეცდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები მარცხის შემთხვევაში დიდი ალბათობით “წითელ ზონას” მიუახლოვდებიან, ბოლო დროს შესანიშნავად მოასპარეზე “ბარსასთან” მათ ფაქტობრივად არანაირი შანსი არ აქვთ. გასულ ტურში “სელტა” უშუალო კონკურენტ “მალაგასთანაც” დამარცხდა.
ატლეტიკო – გრანადა
გასული ტურის შედეგების მიხედვით გალიდერებული მადრიდის “ატლეტიკო” საკუთარ მოედანზე “გრანადას” მიიღებს.
უნდა ითქვას, რომ გრანადელები საკმაოდ კარგ ფორმაში ხვდებიან ლიდერთან თამაშს. ლუკას ალკაზარის გუნდმა ბოლო სამ მატჩი 7 ქულის აღება მოახერხა, რაც სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა.
დაუმარცხებელი სერია სიმეონესაც დაუფასდა. როგორც უკვე ავღნიშნეთ, გასულ ტურში განვითარებული მოვლენების შედეგად საჩემპიონო რბოლას “ატლეტიკოც” დაუბრუნდა, თან ლიდერის რანგში.
სევილია – რეალი
ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას სევილიაში მდებარe”რამონ სანჩეს პისხუანი” უმასპინძლებს, სადაც ადგილობრივ გუნდს მადრიდის “რეალი” ეწვევა.
კლასიკოში განცდილი მტკივნეული მარცხის შემდეგ “რეალ” საკუთარ გულშემატკივართან რეაბილიტაცია ესაჭიროება. თუმცა, შესანიშნავ ფორმაში მყოფი უნაი ემერი გუნდი, იოლად არაფერს არ დათმობს. “სევილიამ” პრიმერას უკანასკნელი 5 თამაშის მოგება მოახერხა და სატურნირო ცხრილში მეხუთე საფეხურამდე დაწინაურდა.
25/03/14
26/03/14
27/03/14
28/03/14