ერიკ თოჰირი: „ინტერს“ უმაღლესი დონის მოთამაშე სჭირდება“
მილანის „ინტერის“ მფლობელმა ერიკ თოჰირმა კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, „ნერიაძურის“ უმაღლესი დონის ფეხბურთელი სჭირდება. შეგახსენებთ, რომ მილანელებს მომდევნო სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ამჟამინდელი მცველი ნემანია ვიდიჩი შეუერთდება.
„ახალი მოთამაშე გვჭირდება. ჯეკო, მორატა, ტორესი? ეს პრესაში გავრცელებული ჭორებია. ჩვენ უმაღლესი დონის ფეხბურთელი გვინდა, რომელიც ახალ დონეზე გადაგვიყვანს. ევრა? არც მასთან კონტაქტზე არ გავსულვართ. სანია? მან ინგლისში დარჩენა არჩია. არადა, ცენტრალური დაცვის ფეხბურთელი ნამდვილად გვჭირდება“, – თოჰირის სიტყვებს Football Italia ციტირებს.