დანიელ აგერი: „პრემიერლიგის ყველა გუნდს სუარესის ეშინია“
„ლივერპულის“ მცველმა დანიელ აგერმა მერსესაიდულ კლუბში ლუის სუარესის როლის შესახებ ისაუბრა.
„ლუისი ყველაფერია. მოედანზე იგი წარმოუდგენლად კარგად თამაშობს. ამჟამად პრემიერლიგის ყოველ გუნდს მისი ეშინია.
ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ლუისი წლის საუკეთესო ფეხბურთელად უნდა დასახელდეს. საქმე არამხოლოდ მისი გოლებისა და საგოლე გადაცემების რაოდენობაშია, არამედ იმ სამუშაოშიც, რომელსაც იგი ასრულებს.
საკუთარი ძალების გვჯერა და ყოველი მატჩის წინ მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ. იმედს არც მაშინ ვკარგავთ, როდესაც ვაგებთ. მიმდინარე სეზონში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვიცით, რომ ბევრი გოლის გატანას მოვახერხებთ.
თუ მიმდინარე სეზონში რამის მიღწევა გვსურს, მაშინ ბოლო ტურამდე ეს განწყობა უნდა შევინარჩუნოთ. წინ მნიშვნელოვანი პერიოდი გველის“, – განაცხადა აგერმა.
ალექსანდრე მატევოსოვი