“ბარსელონამ” ჰალილოვიჩის ტრანსფერი დაადასტურა
ზაგრების “დინამოს” 17 წლის შემტევი ნახევარმცველი ალენ ჰალილოვიჩი ოფიციალურად გახდა “ბარსელონას” წევრი. კატალონიური კლუბის პრეს-სამსახურის ცნობით, ბარსელონაში ჰალილოვიჩი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გახდება, სადაც ჯერ მეორე გუნდი ღირსებას დაიცავს.
პრესპექტიულ მოთამაშეში “დინამო” 2.2 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჰალილოვიჩი ძირითადში დამკვიდრდება, აღნიშნული თანხა გაიზრდება.