ბუნდესლიგის პრევიუ
ბუნდესლიგაში საჩემპიონო ინტრიგა ოფიციალურად გასულ ტურში მოიხსნა. ახლა გასარკვევი მხოლოდ ევროთასების საგზურები და ლიგიდან გასავარდნი გუნდების ვინაობაა.
შალკე – ჰერტა
“ბაიერნის” საჩემპიონო თამაშის “პირველი რიგებიდან” ნახვის შემდეგ, “ჰერტა” გელზენკირხენში “შალკეს” ესტუმრება. ბერლინელებს ხუტმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, რაც ევროპაზე მოხვედრის შანსებს მნიშნველოვნად ამცირებს. სავარაუდოდ “ჰერტას” სეზონის მშვიდი ფინიში ექნება.
“შალკეს” კი მთავარი მატჩები წინ ელის. რურის დერბიში ნულოვანმა ფრემ კელერის გუნდს “ბორუსიას” გადასწრების საშუალება არ მისცა. გარდა ამისა, სხვაობა ლევერკუზენელებმაც შეამცირეს.
ბაიერი – ბრაუნშვაიგი
ექვსმატჩიანი წარუმატებელი სერიის შემდეგ “ბაიერმა” გასულ ტურში გამოიღვიძა და ძალიან მნიშნველოვანი გამარჯვება მოიპოვა. 28-ე ტურში ფარმაცეფტებს კიდევ ერთი წარმატების საკმაოდ დიდი შანსი აქვს. ლევერკუზენში სტუმრად გამოკვეთილი აუტსაიდერი, “ბრაუნშვაიგი” ჩადის.
ბრაუნშვაიგელებს სუსტი გუნდი არ ჰყავთ, თუმცა კლასის ხარჯზე მათ ბუნდელისგის ყველა გუნდი სჯობს. თუმცა, ისიც არის აღსანიშნავი, რომ “ბრაუნშვაიგი” უკანასკნელ ხუთ ტურში მხოლოდ ერთხელ წააგეს, ისიც “შალკესთან”
შტუტგარტი – ბორუსია დ.
გერმანული ფეხბურტის მოყვარულები “ბორუსიასთან” მიმართებით გარკვეულ ტენდენციას შეამჩნევდნენ. საჩემპიონთალიგო ბატალიების წინ, დორტმუნდელები ხშირ შემთხვევაში ბუნდესლიგურ ასპარეზზე სასურველ შედეგს ვერ აღწევენ. ბუნდებრივია, რომ დორტმუნდელებისთვის ახლაც “რეალთან” გასამართი შეხვედრა “შტუტგარტთან” მატჩზე გაცილებით მნიშვნელოვანია.
რასაც ვერ ვიტყვით შტუტგარტელებზე. სტევენსის გუნდი გასავარდნ ზონაშია და გასულ ტურში უშუალო კონკურენტთან მარცხის შემდეგ გამარჯვება აუცილებლად ესაჭიროება.
28/03/14
29/03/14
30/03/14