პრიმერა დივიზიონის პრევიუ
პრიმერა დივიზიონი ფინიშის სწორზე გადის. 31-ე ტურში გათამშების ლიდერებს რთული შეხვედრები ელით.
ესპანიოლი – ბარსელონა
ესპანურ ტურს კატალონიური დერბი გახსნის. ძველებურად ათამაშებული “ბარსელონა” ესტადი კორნელია ელ პლატზე “ესპანიოლს” დაუპირისპირდება.
“ესპანიოლს” ცოტა მეტი სტაბილურობა რომ გამოეჩინა, აღნიშნულ მატჩს მინიმუმ ევროზონაში შეხვდებოდა, თუმცა დერბი სულ სხვა განზომილებაა. ერთი თამაშისთვის ნებისმიერი გუნდი მოემზადება და სრულფასოვანი კონცენტრაციის შემთხვევაში შესძლებს გრანდისთვის წინააღმდეგობის გაწევას. თუმცა, ეს თეორიულად.. პრაქტიკულად კი, “ბარსელონას” უკანასკნელი თამაშებიდან გამომდინარე ამის განხორციელება ძალიან რთული იქნება.
რეალი – რაიო ვალეკანო
ორმატჩიანი წარუმატებლობის შემდეგ მადრიდის “რეალი” მცირე მადრიდული დერბის ფარგლებში “რაიო ვალეკანოს” მიიღებს. პაკო ხიმენესის გუნდი ცოტა ხნის წინ აუტსაიდერებში იყო, თუმცა 5-მატჩიანი წაუგებელი სერიიდან, საიდანაც 4 “ვალეკოანოს” გამარჯვებით დასრულდა, გუნდი მე-13 პოზიციაზე აღზევდა.
რაც არ უნდა იყოს, ამ წყვილში აშკარა ფავორიტი “რეალია”. გამარჯვების გარდა ნებისმიერი სხვა შედეგი ანჩელოტის რეპუტაციას სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
ბილბაო – ატლეტიკო
ტურის კიდევ ერთი საინტერესო მატჩი ბილბაოში შედგება, სადაც სტუმრად გათამაშების ლიდერი, მადრიდის “ატლეტიკო” ჩავა.
“ატლეტიკთან” სტუმრად ნებისმიერ გუნდს უჭირს თამაში და ბუნებრივია, რომ გამონაკლისი არც სიმეონეს გუნდი იქნება.
შეხვედრას ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშნველობა აქვს. მარცხის შემთხვევაში “ატლეტიკომ” შესაძლოა ლიდერობა დაკარგოს, ხოლო “ბილბაოს” უშუალო კონკურენტები სახიფათო დისტანციაზე მიუახლოვდებიან.
29/03/14
30/03/14
31/03/14
01/04/14