„მარკა“: სუარესი ახალ სეზონს „ლივერპულში“ არ დაიწყებს
ესპანური „მარკა“ იუწყება, რომ „ლივერპულის“ თავდამსხმელი ლუის სუარესი მომავალ სეზონს სხვა კლუბში დაიწყებს.
წყაროს ცნობით, ურუგვაელ ფეხბურთელს ერთ-ერთი ევროპულ ტოპ-კლუბი შეუთანხმდა. „მარკა“ არ ასახელებს, თუ სად გადავა სუარესი, თუმც, ესპანური გამოცემის თანახმად, ეს ინგლისური კლუბი არ არის.
27 წლის სატრანსფერო ღირებულება 52 მილიონ ევროდ ფასდება. ცნობისთვის, სუარესის მიმართ ინტერესს მადრიდის „რეალი“ იჩენდა.
როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის დეკემბრის თვეში ურუგვაელმა ფეხბურთელმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა. სუარესმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ მერსისაიდულ გუნდში ბედნიერია და ეს მის შედეგებშიც აისახება — 28 გოლით ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირია. აქედან გამომდინარე, ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რომ ურუგვაელმა თავდამსხმელმა „ენფილდი“ მართლაც დატოვოს, თუმცა გამორიცხული არაფერია.
ბექა დოგრაშვილი