სერია ა-ს 31-ე ტურის ცენტრალურ მატჩში „ნაპოლიმ“ იმარჯვა
იტალიის სერია ა-ს 31-ე ტურის ცენტრალური მატჩი ნეაპოლში გაიმართა, სადაც „ნაპოლიმ“ ტურინის „იუვენტუსი“ მიიღო და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
პირველი გოლი ნეაპოლიტანელებმა შეხვედრის 38-ე წუთზე გაიტანეს, თავი კი ხოსე მარია კალეხონმა გამოიჩინა. ორ ბურთამდე უპირატესობა ბენიტესის გუნდმა 81-ე წუთზე გაზარდა, როდესაც ბუფონის კარი მერტენსმა აიღო.
ამ გამარჯვებით „ნაპოლიმ“ 64 ქულა დააგროვა. რაც შეეხება „იუვენტუსს“, „ბიანკონერი“ 81 ქულით ცხრილის სათავეში დარჩა.
შემდეგ ტურში „პარტენოპეის“ ფეხბურთელები გასვლაზე „პარმას“ შეხვედებიან, ხოლო ტურინელთა მეტოქე „ლივორნო“ იქნება.
„ნაპოლი“ – „იუვენტუსი“ 2:0
გოლები: კალეხონი 38′, მერტენსი 81′
„ნაპოლი“: რეინა, გულამი, ალბიოლი, ფერნანდესი, ენრიკე, ინლერი, ჟორჟინიო, კალეხონი (ჯემაილი 89′), ჰამშიკი (მერტენსი 79′), ინსინიე, იგუაინი (პანდევი 74′)
„იუვენტუსი“: ბუფონი, კიელინი, ბონუჩი, კასერესი, ასამოა (ისლა 53′), ვიდალი, პოგბა (მარკიზიო 62′), პირლო, ლიხშტაინერი, ლიონრენტე, ოსვალდო (ვუჩინიჩი 70′)
გაფრთხილებები: ინლერი, ენრიკე – ლიხშტაინერი, ბონუჩი, ვიდალი