ტაბიძე მადრიდის “რეალშია”
“საბურთალოს” მცველი ჯიმი ტაბიძე “ლივერპულში” სტაჟირების შემდეგ მადრიდში “რეალის” მიწვევით გაემგზავრა. ქართველი მცველი მადრიდული გრანდის 19-წლამდელთა გუნდში ივარჯიშებს.
ცნობილი ხდება, რომ “რეალი” ტაბიძით მის ინგლისში გამგზავრებამდე იყო დაინტერესებული. 18 წლის უკანახაზელს მადრიდულ კლუბში დააკვირდებიან, რის შემდეგაც ის საქართველოში დაუბრუნდება და 19-წლამდელტა ნაკრებთან ერთად ელიტრაუნდისთვის მოემზადება.
“რეალი” ტაბიძის თაობაზე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ზაფხულამდე მიიღებს.