ირაკლი ხვედელიანი: კაიანის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ცდილობს ხაბაძის შენარჩუნებას
ფინური “კაიანის” ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელ სანდრო ხაბაძეს ახალ კლუბში პრობლემები შეექმნა.
არსებულ მდგომარეობაზე სასაუბროდ ფეხბურთელს ფინეთში დავუკავშირდით, თუმცა ხაბაძემ ვითარებაში გასარკვევად მენეჯერთან, ირაკლი ხვედელიანთან გადაგვამისამართა.
ირაკლი ხვედელიანი: როგორც მოგეხსენებათ, სანდრო ხაბაძემ ფინურ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება 7 მარტს გააფორმა. თუმცა ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, იუკო ნურკალამ კონტრაქტის გაფორმებიდან სამი კვირის თავზე ფეხბურთელს გაუნცხადა, რომ მას გუნდთან დამშვიდობება მოუწევდა, შესაბამისად აღარც ვარჯიშებზე ელოდა. არსებული ვითარება არა მხოლოდ ჩვენს გაკვირკვებას, არამედ კლუბის სპორტული დირექტორისა და ხელმძღვანელობის გაოცებას იწვევს. სანდრომ ახალ გუნდში 3 ამხანაგურ თამაშში მიიღო მონაწილეობა ერთი მატჩი კი ფინეთის თასის გათამაშებაზე ჩაატარა, მას მწვრთბელი ძირითადად შეცვლებიდან ათამაშებდა და ჯამში ნათამაშებ 140 წუთში 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, აქედან ერთ მატჩში მისმა გუნდმა 1:0 მოიგო. დაინტერესებულ მკითხველს გვსურს შევახსენოთ, რომ იუკო ნურკალა ის მწვრთნელია, რომელმაც წლების წინ ირაკლი სირბილაძეს ფეხბურთზე თავის დანებება ურჩია, თუმცა ყველას კარგად მოგვეხენება მისი საფეხბურთო კარიერის შესახებ – დღეს იგი ფინეთის უმაღლეს ლიგაში თამაშობს და ტურკუს ინტერში ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემაგენლობაშიც უწევს თამაში. ერთი წლის წინ კი ირაკლი სირბილაძემ ვაიკაუსლიგის საუკეთესო გოლეადორის ტიტულსაც გამოჰკრა ხელი. რამდენად კომპეტენტურია მისი შეხედულებები სანდრო ხაბაძისადმი თავად განსაჯეთ, თუმცა ამ ფაქტს დღემდე არ ივიწყებენ კაიანში და წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, კლუბის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ცდილობს სანდროს შენარჩუნებას, მით უფრო, რომ ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს. ერთი გადაწყვეტით შეიძლება ითქვას, რომ სანდრო ხაბაძე ფინეთში რჩება, ხოლო თუ სად დაიწყებს ახალ სეზონს – ეს უახლოეს დღეებში გაირკვევა.