“ტორპედოს” მეორე შემადგენლობა ისევ აგებს
31 მარტს, საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების დუბლშემადგენლობათა ტურნირის 24-ე ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედოს“ რეზერვისტებმა(მწვრთნელები: გიორგი სუხიაშვილი, გიორგი მეგრელაძე, ვლადიმერ ჭყონია) ჩვენი გუნდის საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე საჩხერის „ჩიხურას“ შესაბამის გუნდს(მწვრთნელი – გიგლა იმნაძე) უმასპინძლეს.
მატჩის პირველი ტაიმი ქუთაისელთა გამოკვეთილი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ღვიტიძემ(სამჯერ), ზ. ხურციძემ და ლაღაძემ ბურთი მიზანში ვერ მოახვედრეს და თამაშის მეორე ნაწილი უგოლო ფრით დაიწყო და სტუმართა აქტიური თამაშით გაგრძელდა, ამან შედეგიც გამოიღო. საჩხერელებიდან ერთადერთი გოლი გიორგი ყიფიანმა 83-ე წუთზე, საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმით გაიტანა და მისიანებს სამი ქულაც მოუტანა – 0:1. დარჩენილ დროში მატჩის გადარჩენას ტორპედოელები ამაოდ ეცადნენ და მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ მე-6-ედ დამარცხდნენ…
„ტორპედო-2“: ადამია, თვალავაძე, ნაცვლიშვილი, დუდუჩავა(გ. კოხრეიძე 46), დ ხურციძე(თედიაშვილი 64), ვალნერი(გოგუაძე 46), თ. ბანძელაძე, ლაღაძე, თორთლაძე(ბიწაძე 46), ზ. ხურციძე(ბერეჩიკიძე 76), ღვიტიძე.
„ჩიხურა-2“: მწყერაშვილი, ბ. ქორიძე, რ. მაჭავარიანი, ზ. ნადირაძე, დუშუაშვილი, ს. მაისურაძე, გ. ხვედელიძე, გ. ყიფიანი(ნ. სამხარაძე 87), იაკობაშვილი(ლ. ფოფხაძე 88), ივანიშვილი(ლურსმანაშვილი 90), გოგოლიძე(ი. კაპანაძე 90),
მსაჯი: კახაბერ მესხი(ზუგდიდი)
FCTorpedo.GE