კიევის „დინამომ“ ჯაბა კანკავას მადლობა გადაუხადა
კიევის „დინამომ“ საქართველოს ნაკრების კაპიტნისა და „დნიპროს“ ნახევარმცველის, ჯაბა კანკავას მისამართით სამადლობელო ღია წერილი გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ჩემპიონატის 23-ე ტურში „დნიპროსა“ და „დინამოს“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მასპინძელთა მეკარე დენის ბოიკო გამოსვლაზე მუხლით შეეჯახა კიეველთა ნახევარმცველ ოლეგ გუსევს, რომელიც უგონოდ დაეცა. უკრაინელ ფეხბურთელს კრიტიკულ სიტუაციაში პირველადი სამედიცინო დახმარება სწორედ კანკავამ აღმოუჩინა და სიკვდილსაც გადაარჩინა. (ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა)
„ძვირფასო ჯაბა! გულწრფელ მადლობას გიხდით ამ ქმედებისთვის!
ყველაზე საჭირო და საპასუხისმგებლო მომენტში თითოეული ადამიანი თავისუფალია საკუთარ მოქმედებაში.
შენ ჩვენს მეგობარს მშველელად იმ წამებში მოევლინე, როცა მას ეს სასიცოცხლოდ სჭირდებოდა! მადლობას გიხდით!
ვიცით, რომ კეთილი გული გაქვს და ჩვენი მადლიერება არ დაგამძიმებს. ჯანმრთელობასა და ბედნიერებას გისურვებთ, ჩვენო ძვირფასო „გენაცვალე!“, – ნათქვამია მიმართვაში.