ცენტრალური ივანწმინდაში
ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტური სტარტს დღეს აიღებს და შაბათამდე გასტანს. ცენტრალურ დაპირისპირებას კი, ივანწმინდა უმასპინძლებს, სადაც “ჩიხურას” თბილისის “დინამო” ესტუმრება.
ჩიხურა – დინამო
4 აპრილი, ივანხწმუნდა, 16:00
ცეტრალურ მატჩს დიდი სატურნირო იტრიგა არ აქვს, ეს ალბათ უფრო გამორჩეული გუნდების შეხვედრა იქნება.
საჩხერელებმა ზედა ექვსეულში ცუდად დაიწყეს ასპარეზობა. ფრუიძის გუნდმა ორივე თამაში წააგო და მალე შესაძლოა მესამე პოზიციასაც დაემშვიდობოს. “დინამო” კი, ასპროცენტიანი შედეგი აქვს. გასულ ტურში ჟვანიას შეგირდებმა უშუალო კონკურენტის დამარცხებაც მოახერხეს და საჩემპიონო ინტრიგაც მინიმუმამდე დაიყვანეს.
“დინამოს” და “ჩიხურას” დაპირისპირებების ისტორია 17 მატჩს ითვლის. აქედან 11 თბილისელებმა მოიგეს, 2 საჩხერელებმა. 4-ჯერ გუნდებმა გამარჯვებულის გამოვლინება ვერ მოახერხეს.
სიონი – მეტალურგი
3 აპრილი, “მ. მესხი” (სათადარიგო), 16:00
ქვემოქართლურ დერბის თბილისი უმასპინძლებს. ბოლნისელებს “ჩიხურას” წარუმატებელი მატჩების ფონზე სამეულში შესვლის რეალური შანსი გაუჩნდათ. გასულ ტურში მოპოვებული გამარჯვების შმედეგ კი, ანალოგიურ სიტუაციაში “მეტალურგიც” აღმოჩნდა. ასე რომ, ტურის პირველ მატჩში ინტრიგა ნამდვილად არის. მესამე პოზიცია ხომ ევროპულ საგზურს იძლევა.
ზესტაფონი – გურია
5 აპრილი, ზესტაფონი, 18:00
ზედა ექვსეულის ტურის ბოლო მატჩი ზესტაფონში გაიმართება, სადაც ადგილობრივ გუნდს “გურია” ესტუმრება.
ამ დაპირისპირებაში აშკარა ფავორიტები მასპინძები არიან, რაზეც ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაც მეტყველებს. ერთმანეთის წინააღმდეგ გამართული 6 მატჩიდან ზესტაფონელებმა 5 მოიგეს, გურულებმა კი – 1.
ტორპედო – დილა
4 აპრილი, მ.მესხი, 15:00
ქუთაისის “ტორპედო” მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გორის “დილას” უმასპინძლებს. ქვედა ექვსეულის ლიდერების დაპირისპირება საინტერესო უნდა გამოდგეს.
ძოძუაშვილის გუნდმა გასულ ტურში ანაკლიაში უმნიშნველოვანესი გამარჯვება მოიპოვა. “დილაში” კი გიგატაძის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა. სხვათა შორის, სწორედ გიგატაძის ფაქტორია აღნიშნული შეხვედრის კიდევ ერთი ინტრიგა. ქუთათურთა ყოფილი სპეციალისტი ახლა “დილას” წვრთნის და პირველი გამარჯვების მოპოვებას სწორედ “ტორპედოსთან” შეეცდება.
ვიტ ჯორჯია – მერანი
4 აპრილი, “მცხეთა პარკი” , 16:00
მარტვილელებმა ქვედა ექვსეულის ორ შეხვედრაში 4 ქული მოპოვება მოახერხეს და სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გამოასწორეს. “ვიტ ჯორჯიას” დამარცხების შემთხვევაში იონანიძის შეგირდები უშუალო კონკურენტებს მიუახლოვდებიან. თუმცა, წარმატების მიღწევა “მერანს” ნამდვილად გაუჭირდება. “ვეტერინარები” კარგ ფორმაში რომ არიან, გასულ ტურში გორში ნათლად გამოჩნდა.
სპარტაკი – ზუგდიდი
5 აპრილი, მ.მესხი, 16:00
ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი, რომელსაც მ.მესხის სათადარიგო მოედანი უმასპინძლებს (ტურში ამ სტადიონზე 3 მატჩი გაიმართება), აუტსაიდერთა დაპირისპირება იქნება.
უშუალო კონკურენტების ექვსქულიანი მატჩი ნამდვილ წესით და რიგით საკმაოდ დაძაბული და უკომპრომისო უნდა გამოდგეს. გამარჯვება როგორც ერთ, ასევე მეორე გუნდს მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას.
ფოტო:fcdinamo.ge