ქობულეთის შუქურას ფანკლუბის ოფიციალური განცხადება!
ქობულეთის შუქურას ფანკლუბი გუშინდელი შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.
მოგეხსენებათ, გუშინ ქობულეთში, ჩელე არენაზე გაიმართა მატჩი, ქობულეთის შუქურასა და ფოთის კოლხეთს შორის. სანამ ქობულეთის შუქურა გოლს გაიტანდა მატჩი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა, გატანილი გოლის შემდეგ კი ფანკლუბებს შორის მოხდა მცირე კონფლიქტი. სამართალდამცავებმა დროულად მოახდინეს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება. თამაშის დასრულების შემდეგ, როცა ფოთის კოლხეთის გულშემატკივრები ცდილობდნენ ქალაქიდან გასვლას, მათ თავს დაესხა რამდენიმე გულშემატკივარი და დააზიანეს ავტობუსი.
ამ ფაქტში ოფიციალური ფანკლუბის წევრები არ იღებდნენ მონაწილეობას. ჩვენ რათქმაუნდა ვგმობთ ასეთ საქციელს და კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ რომ ქობულეთის შუქურას ოფიციალური ფანკლუბი – ვიკინგები ავტობუსის დაზიანებაში მონაწილეობას არ იღებდა.