პარიზელების ტრიუმფი
პარიზში ჩემპიონთა ლიგის “პსჟ”-ს და ლონდონის “ჩელსის” შორის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.
შეხვედრა პარიზელებმა აქტიურად დაიწყეს და მე-4 წუთზე დაწინაურდნენ კიდეც. გოლი ეზეკილ ლავეციმ გაიტანა. მოურინიოს შეგირდების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ თამაშის გათანაბრება მალევე მოახერხეს, რაც ანგარიშზეც აისახა. იბრაჰიმოვიჩმა ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგა და ლონდონელების წამოყებული შეტევა პარიზელთა საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევით დასრულდა. აზარმა პენალტი ზუსტად შეასრულა – 1:1.
მეორე ნახევარში მასპინძლებმა კვლავ უმატეს ტემპს. 61-ე წუთზე დავიდ ლუისმა საკუთარ კარში გაიტანა გოლი. მატჩის ბოლო წუთზე კი პასტორემ ნამდვილი საფეხბურთო შედევრი შექმნა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
პსჟ: სირიჯუ, ჟალე, ალექსი, მაქსველი, ტიაგო სილვა, მატუიდი, ტიაგო მოტა, მარკო ვერატი (კაბაიე 76′), იბრაჰიმოვიჩი (ლუკასი 68′), კავანი, ლავეცი (პასტორე 84′)
მწვრთნელი: ლორან ბლანი
ჩელსი: ჩეხი, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, დავიდ ლუისი, ასპილიკუეტა, ვილიანი, რამირესი, აზარი, ოსკარი (ლამპარდი 72′), შურკლე (ტორესი 59′)
მწვრტნელი: ჟოზე მოურინიო