“სიონმა” “მეტალურგს” აჯობა
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს საქართველოს უმაღლესი ლიგის მორიგი ტური დაიწყო, რომლის პირველ მატჩშიც ერთმანეთის წინააღდეგ ბოლნისის “სიონი” და რუსთავის “მეტალურგი” წარსდგნენ.
მატჩს გულშემატკივრებში დიდი ინტერესი არ გამოუწვევია. ზედა ექვსეულის გუნდებმა ფაქტობრივად ცარიელი ტრიბუნების წინ ითამაშეს, რამაც გარკვეული დაღი დაასვა ამ მეტად პრინციპულ დაპირისპირებას.
მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ბოლნისელები ფლობდნენ. ნომინალურმა მასპინძლებმა მეტოქეს აშკარად აჯობეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს. ამ მატჩის შემდეგ ბურდულის გუნდმა სატურნირო ცხრილში მესამე საფეხურზე აინაცვლა.
ანგარიში შესვენებამდე ორი წუთით ადრე გაიხსნა. ლობჟანიძემ დამატებაზე თავით ითამაშა შედეგიანად – 1:0.
მეორე ნახევარში ბოლნისელებმა უპირატესობა შეინარჩუნეს და 58 წუთზე მეორედ მოახერხეს ბედიაშვილის კარის აღება. მარჯვენა ფლანგიდან შეტევაში ჩართული ფოფხაძის გადაცემა კილასონიამ საკუთარ კარში ჩაჭრა.
რუსთაველები მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. “სიონმა” შეხვედრა გამარჯვებამდე განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მიიყვანა.
სიონი 2-0 მეტალუგრი
გოლები: ლობჟანიძე 43′ ; კილასონია 58′ (ს.კ.)
სიონი: მერლანი, ფოფხაძე, თოთაძე, აბრამიძე, გოგობერიშვილი, სვანიძე (კ), ცხადაია (სამხარაძე, 73), კახელიშვილი (კანდელაკი, 78), ახალაია (უგულავა, 55), ზვიად ლობჟანიძე, აფციაური.
მთავარი მწვრთნელი: ლადო ბურდული.
მეტალურგი: ბედიაშვილი, ვასაძე (ჩიმაკაძე, 57), მახვილაძე (კ), ქავთარაძე, ვარლამ გიორგის ძე კილასონია, დავით საჯაია კაკაშვილი (მიქაბერიძე, 46), ჩირგაძე, დობროვოლსკი, სეთურიძე (ექვთიმიშვილი, 67), მერაბ გიგაური.
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები