პელე: „ნეიმარი მუდმივად ჯარიმის გამომუშავებაზე ფიქრობს“
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ „ბარსელონასა“ და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელის, ნეიმარის სათამაშო სტილის შესახებ ისაუბრა.
„ვფიქრობ, ნეიმარი მუდმივად იმაზე ფიქრობს, როგორ გამოიმუშავოს ჯარიმა. მას მსგავსი პრობლემა ჰქონდა „სანტოსშიც“, თუმც ამ მხრივ მნიშვნელოვნად განვითარდა, რადგან ევროპაში ყველაფერი განსხვავებულადაა. ევროპაში ფეხბურთის თამაში უფრო რთულია, რადგან ფიზიკურ მხარეს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ. ეს მისთვის გამოცდილების დაგროვების და შემდგომი განვითარების კარგი საშუალება იქნება“, – ციტირებს პელეს სიტყვებს Goal.com-ი.
— რას უნდა ველოდოთ ნეიმარისგან დამდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე?
— მსოფლიოს ჩემპიონატი ტურნირია და არა – ერთი კონკრეტული მატჩი. მისგან მოელიდან, რომ ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ჩემპიონი გახდება, თუმცა ამან შეიძლება ნეიმარს ცუდი სამსახური გაუწიოს.
ბექა დოგრაშვილი