ელიტ-ლიგაში მორიგი ტური შედგა
1997 წელს დაბადებულ ჭაბუკებს შორის ელიტ-ლიგაში მორიგი ტურის თამაშები გაიმართა. გათამაშების ლიდერმა რუსთავის “მეტალურგმა” საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა და 35-საფეხბურთო სკოლასთან 9-ქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა. თუმცა, შესაძლებელი იყო, რომ აღნიშნული სხვაობა გაზრდილიყო. 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდმა ბოლო წუთებზე შესძლო “გრანდთან” მატჩის შემოტრიალება და გამარჯვების მოპოვება. აღსანიშნავია, რომ გრანდელები დამაჯერებლად იგებნდნენ და კიდევ ერთიგოლიც გაუტანიათ 35-ე სკოლი კარში, თუმცა არბიტრმა კარის აღება არ ჩათვალა. საბოლოო ჯამში 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდმა 3-2 გაიმარჯვა, თუმცა მათ მიერ გატანილ გოლებს მსაჯებთან დისკუსიები მოყვა.
გაგაცნობთ ტურის სხვა შედეგებს:
1. იბერია – ამირანი 1-2
2. საქ.უნივერს. – მეტალურგი 0-3
3. თბილისი – ნ.დინამო-2 2-2
4. ნ.დინამო-97 – ავაზა 2-1
5. გრანდი – 35 სკოლა 2-3
6. ლოკომოტივი – გურჯაანი 04.04 16:30
7. საბურთალო-3 – საბ.ბენდელა 0-3