ვენის “რაპიდის” ფანები “აუსტრიას” 19 წლის ფეხბურთელს თავს დაესხნენ
ყველასათვისაა ცნობილი, რომ ვენის “რაპიდი” და ვენის “აუსტრია” დიდი ხანია ერთმანეთის პრინციპულ მეტოქეებად ითვლებიან. ამ გუნდების გულშემატკივრებს შორის შეტაკებები კი არავის უკვირს. თუმცა, გასულ დღეებში ძალიან უსიამოვნო რამ მოხდა.
საქმე იმაში გახლავთ, რომ “რაპიდის” თხუთმეტი გულშემატკივარი “აუსტრიას” 19 წლის ფეხბურთელს ვალენტინ გრუბეკს თავს მაშინ დაესხა, როდესაც მოთამაშე ვარჯიშის დასრულების შემდეგ, კლუბის ბაზას ტოვებდა. ახალგაზრდა ფეხბურთელს დაზიანებები ზურგზე, მკერდსა და მუხლზე მიაყენეს.
უსიამოვნო ფაქტის შესახებ, ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდა “რაპიდის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე. კლუბის ხელმძღვანებლობა მომხდარ ინციდენტს გმობს და აცხადებს, რომ ყველანაირი სახის ძალადობა დაუშვებელია.
ცნობისთვის, ავსტრიის ბუნდესლიგაში, “რაპიდი” მეორე ადგილს იკავებს და მესამე პოზიციაზე მყოფ “აუსტრიას” ორი ქულით ჩამორჩება. ეს გუნდები ერთმანეთს 6 აპრილს შეხვდებიან.
დიტო ჭიჭინაძე