“იუვენტუსს” ხუთი ფეხბურთელი დატოვებს
უცხოური პრესის ცნობით ტურინულ გრანდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხუთი მოთამაშე დატოვებს.
სებასტიან ჯოვინკო, მირკო ვუჩინიჩი, სიმონე პადონი, ფედერიკო პელუზო და ფაბიო კვალიარელა – სწორედ ასე გამოიყურება წამსვლელთა სავარაუდო სია.
ჯოვინკო “იუვენტუსის” აღზრდილია, თუმცა ნიჭიერმა მოთამაშემ ძირითადში სტაბილურად ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა. სებასტიანი უკვე 27 წლისაა და მას როგორც ტურინული კლუბის მომავალს აღარ უყურებენ.
მირკო ვუჩინიჩის წასვლა ზამთარში ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო. მონტენეგროელი ხვდება, რომ მასზე ტურინში სერიოზულ იმედებს არ ამყარებენ, შესაბამისად თავადაც არ არის კლუბიდან წასვლის წინააღმდეგი.
პადონი და პელოზუ მუდმივი სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩენილი 30 ფეხბურთელები არიან. ლოგიკურია, რომ კლუბში ასეთი მოთამაშეების ყოლა არ აწყობთ.
ჭორები ფაბიო კვალიარელას წასვლის შესახებ უკვე დიდი ხანია ისმის. მიმდინარე სეზონში ფორვარდმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა. ანტონიო კონტემ კი, ფაბიო ევროა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა.