RUGBYWORLDCUP.COM – ბორჯღალოსნები მსოფლიო თასისთვის ემზადებიან
საქართველომ რაგბის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებისას ევროპა 1-ის ტიტული რუმინეთის ეროვნულ ნაკრებზე შთამბეჭდავი, ანგარიშით 29:9 გამარჯვებით მოიპოვა 15 მარტს. იმ დღეს გადავსებულ მიხეილ მესხზე, დაახლოებით 30,000 ქომაგი გახდა იმის მოწმე თუ, როგორ მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე C ჯგუფში ასპარეზობის უფლება, სადაც ის კარდიფის მილენიუმის სტადიონზე მსოფლიო ჩემპიონს დაუპირისპირდება.
2015 წლის მსოფლიო თასის მატჩების განრიგი საბოლოო ფორმას იძენს – C ჯგუფში ევროპას, საქართველოს სახით მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ეყოლება, რომელიც ახალი ზელანდიის, არგენტინის, ტონგას და აფრიკის საკვალიფიკაციო რაუნდის გამარჯვებულ (გუნდის ვინაობა ივლისში გარკვევა) ნაკრებებს დაუპირისპირდება. C ჯგუფში ამ დროისათვის მყოფ გუნდთაგან, მსოფლიო თასებზე მხოლოდ პუმებს უთამაშიათ საქართველოსთან.
საქართველოს ნაკრები თავის პირველ ორ შეხვედრას გლოსთერში, კინგსჰოლმ სთედიუმზე გამართავს, რის შემდეგაც, ბორჯღალოსნები მდინარე სევერნს გადალახავენ და კარდიფისკენ დაიძრებიან. ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ მატჩს, საქართველოს ნაკრები ექსეტერში, სენდი ფარქ სთედიუმი ითამაშებს.
ჯერ ტონგა
ბორჯღალოსნები პირველ შეხვედრაში კინგსჰოლმ სთედიუმზე ტონგას შეხვდებიან. გუნდები ერთმანეთს აქამდე ორჯერ, შინ და გარეთ ეთამაშნენ – 1999 წლის მსოფლიო თასის რეპეეშარჟის დროს.
საქართველომ და ტონგამ საშინაოდ შეხვედრები მოიგეს, მაგრამ ტონგელებს ურთიერთშეხვედრაში მეტი ქულა ჰქონდათ დაგროვებული და შესაბამისად ისინი გავიდნენ მსოფლიო თასზე. C ჯგუფის საგაისო გახსნითი მატჩი საკმაოდ დაძაბული იქნება, ვინაიდან ორი დაბალანსებული გუნდი გამარჯვებით ეცდება მსოფლიო თასის კამპანიის დაწყებას.
ტესტი პუმებთან
შემდეგ შეხვედრაში ბორჯღალოსნები პუმებს ერკინებიან. აქ ძალზედ დაძაბული მატჩი უნდა ვიწინასწარმეტყველოთ, ვინაიდან რაგბის სამყაროს ორი ყველაზე უხერხული და ძლიერი შერკინება დაუპირისპირდება ერთმანეთს. საქართველო მსოფლიო თასებზე ორჯერ შეხვდა არგენტინას და ორივეჯერ დამარცხდა.
2013 წელს, ივნისის ტესტების ფარგლებში არგენტინამ საქართველოს სან ხუანში უმასპინძლა. დაუვიწყარი სასტარტო 40 წუთის შემდეგ, საქართველო 12:9-ს უგებმა მასპინძლებს, მაგრამ არასათანადო სათამაშო დისციპლინის გამო, სტუმრები დაისაჯნენ და საბოლოოდ 29-18 დათმეს შეხვედრა. მაგრამ ბორჯღალოსნებმა ამ თამაშით ხაზი გაუსვეს იმას, რომ მათ საუკეთესოებთან ტოლ-სწორად შეუძლიათ თამაში.
თუ საქართველოს ნაკრები გახსნით შეხვედრაში დაამარცხებს ტონგას, არაა გამორიცხული ბორჯღალოსნები არგენტინასთან მოსაგებად გავიდნენ და პირველად ისტორიაში მეოთხედფინალს მიუახლოვდნენ.
გასაოცარი ოლ ბლექსი
შემდეგ, საქართველოს ნაკრები დასავლეთის მიმართულებით, კარდიფისკენ გაეშურება, რათა ძლევამოსილ ოლ ბლექსს დაუპირისპირდეს, რაც ბორჯღალოსნებისათვის ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი 80 წუთი იქნება. გუნდები ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან და შესაბამისად ეს მატჩი აღმოსავლეთ ევროპელ გოლიათებს, შეუფასებელ შანს მისცემს თავიანთი თავი საუკეთესოებთან გამოსცადონ.
აფრიკის საუკეთესო
ოლ ბლექსის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ინგლისის საზღვარს კვლავ გადმოკვეთს და გეზს ექსეთერისკენ აიღებს, სადაც სენდი ფარქ სთედიუმზე აფრიკა 1-ს შეხვდება. C ჯგუფში ბოლჯღალოსნების ბოლო მეტოკე ერთი-ერთი ამ ნაკრებთაგანი იქნება: კენია, ნამიბია, ზიმბაბვე და მაგადასკარი. საქართველოს ეროვნული ნაკრები ნამიბიას 2007 წლის მსოფლიო თასზე შეხვდა და ანგარიშით 30-0 მათ დააფიქსირეს მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება.
ანგარიშგასაწევი მოთამაშეები
კონსტანტინე მიქაუტაძე
22 წლის მეორე ხაზელი, რომლის სამაგალითო გარჯა ეროვნულ ნაკრებში არა მხოლოდ 2014 წლის ევროპის ერთა თასზე დაფიქსირებულა. ამ ტულონში მოთამაშე გოლიათს წინ დიდი კარიერა აქვს.
მამუკა გორგოძე
„გორგოძილა“, როგორც მას თავის კლუბ მონპელიეში გუნდელები და ქომაგები ეძახიან, საუკეთესო ფორმაშია და რუმინეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში შერკინების უმწიკლო მეთაურობის გამო მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტული დაიმსახურა.
მერაბ კვირიკაშვილი
საქართველოს ყველა დროის საუკეთესო მექულე და წინა სამი მსოფლიო თასის ვეტერანი. კვირიკაშვილმა თავის თავი ფულბეკის პოზიციაზე 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ აღმოაჩინა და მას შემდეგ, ბორჯღალოსნებისთვის არა ერთი სიკეთე მოუტანია.
ქართული რაგბის სტატისტიკა
1989 წელი – საქართველოს ნაკრებმა პირველი საერთაშორისო მატჩი გამართა
2003 წელი – ბორჯღალოსნებმა პირველად იასპარეზეს მსოფლიო თასზე
98 ქულა – საქართველოს ნაკრების სარეკორდო მონაგარი ერთ მატჩში (2007 წელს ჩეხეთის წინააღმდეგ)
4 ქულა – სხვაობა რითაც საქართველოს ნაკრები 2007 წლის მსოფლიო თასზე დამარცხდა ირლანდიის ნაკრებთან
54,827 – იმ ქომაგთა ოდენობა, რომლებიც დინამო არენაზე დაესწრნენ საქართველო-რუსეთის მატჩს. რუსეთის დამარცხებით, ბორჯღალოსნებმა 2015 წლის მსოფლიო თასის საგზური მოიპოვეს
16 – საქართველოს ამჟამინდელი ადგილი IRB-ს მსოფლიო რეიტინგში
Rugby.GE