U20 მსოფლიო ალაფა 2014 – საქართველო V ტონგა
ხვალ, 7 აპრილს ჰონგ-კონგში სტრატს იღებს 2014 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ალაფის გათამაშება.
IRB მსოფლიო ალაფა 2014
ტურნირზე საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ტონგას, უძლიერესი 12 გუნდიდან შარშან გამოვარდნილი აშშ-სა და მასპინძელ ჰონგ-კონგთან ითამაშებს. B ჯგუფში იაპონია, კანადა, ურუგვაი და ნამიბია მოხვდნენ. შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველადგილოსნები ფინალში, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლებენ, დანარჩენი გუნდები კი, მესამე, მეხუთე და მეშვიდე ადგილს გაითამაშებენ.
U20 ბორჯღალოსნები პირველ შეხვედრას ტურნირის გახნსის დღეს, 7 მარტს, ტონგას წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.
ტექსტური ლაივის ანაბარა
ორგანიზატორი მხარის და მასპინძელი რაგბის კავშირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტურნირის მატჩების ტრანსლირება არ განხორციელდება. ამის ნაცვლად მატჩების ტექსტური ლაივი იწარმოებს ტურნირის თვიტერზე:
და ასევე საქართველოს რაგბის კავშირის თვითერზე და Facebook პლათფორმაზე:
Facebook.com/GeorgianRugbyUnion>>>
წინა-სამატჩო მზადება და ტრავმები
დავით ვართანიანის შეგირდები 1 აპრილს გამეგზავრნენ ჰონგ კონგში. გამგზავრებამდე 20 წლამდელებმა შეკრება შევარდენზე გაიარეს და ჯამში სამი მოსამზადებელი სპარინგი გამართეს. პირველ ორ შეხვედრაში, 20 წლამდელები უმაღლესი ლიგის კლუბ არმიას ეთამაშნენ, ხოლო ბოლო სპარინგში კი, უმცროსი ბორჯღალოსნები უმაღლესი ლიგის კლუბების ნაკრებს ერკინენ.
ლადო კილასონია, U20 ნაკრების მწვრთნელი: „მეოთხე დღეა რაც ჰონგ კონგში ვართ. ნორმალურად მოვეწყვეთ, ჰავა ცხელი და ტენიანია. დღეში ერთი ვრჯიში გვქვს, საკმაოდ უხარისხო ხელოვნურ მოედანზე, ბოლო ორი დღეა რაც სათამაშო მოედანზე დაგვრთეს ვარჯიშის ნება. მინდა ავღნიშნო, რომ გუნდი კარგ ფორმაშია.“
მან ასევე დასძინა, რომ სამწუხაროდ რამოდენიმე მოთამაშეს ტრავმები აწუხებთ – „საქართველოში მიღებული მხრის მცირე დაზიანების გამო პირველ მატჩს გამოტოვებს ჩვენი მეორეხაზელი როლანდკვაჭაძე, თუმცა მისი რეაბილიტაცია კარგად მიმდინარეობს და მწვრთნელები ვიმედოვნებთ, რომ მეორე მატჩზე იგი შეძელბს თამაშს, ტონგას წინააღმდეგ არ იქნება გიორგი აფციაური, რომელმაც 5 აპრილს, ვარჯიშზე ფეხის წინა მხრის კუნთი დაიზიანა. ასევე ფეხის მცირე ტრამვა აწუხებს მურაზ გიორგაძეს, თუმცა იგი ძირითად შემადგენლობაშია და იწყებს თამაშს.“
ბიჭები ტონგასთვის მზად არიან
„დღეს დილას გვქონდა კაპიტნის ვარჯიში, რომელმაც კარგად ჩაიარა, ბიჭები მზად არიან ტონგასთან სათამაშოდ. ტონგელები ფიზიკურად დიდიბი და ინდივიდუალურად ნიჭიერი მორაგბეები არიან, მაგრამ ძალაკი პირიქით, გუნდურობაში და ფაზურ თამაშშია. დანარჩენს თვითონ მატჩი გვიჩვენებს.
U20 საქართველოს რაზმი – საქართველო V ტონგა 07/04/2014 >>>
შერკინება
1. ზაურ ხარებავა, 2. ბადრი ალხაზაშვილი, 3. გიორგი მარგველიანი, 4. ფარნავაზ გასვიანი, 5. ბესიკ ბარბაქაძე, 6. საბა შუბითიძე (კაპ), 7. ბადრი დანგაძე, 8. ვახტანგ ამირანაშვილი
ღერძი
9. რევაზ ბროძელი, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი
ხაზი
11. შალვა შაშიაშვილი, 12. გიორგი ტალახაძე, 13. გიორგი ფრუიძე, 14. მურაზ გიორგაძე, 15. დავით გულიტაშვილი
მარქაფა
16. გიორგი თორაძე, 17. ბექა კაკაბაძე, 18. დავით პაპავაძე, 19. ჟორა მღებრიშვილი, 20. თემურ თუთბერიძე, 21. გიორგი ბაბუნაშვილი, 22. დევი დევსურაშვილი.
Rugby.GE