ბუნდესლიგის მიმოხილვა
ჩემპიონის პირველი მარცხი, მწვრთნელის გარეშე დარჩენილი “ბაიერი” და გერმანული ტურის 5 საინტერესო ფაქტი ჩვენს მიმოხილვაში.
დასრულებული სერია
გერმანული ჩემპიონატის ფარგლებში “ბაიერნის” 524 დღიანი დაუმარცხებელი სერია მოკრძალებულმა “აუგსბურგმა” შეწყვიტა. “რეაკორდმაისტერის” წაუგებელი სერიამ 53 მატჩი შეადგინა. ამ სერიის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა ხავი მარტინესი. ამ ფეხბურთელს “ბაიერნში” გადმოსვლის დღიდან არც ერთი მატჩი არ წაუგია.
აღსანიშნავაი, რომ “აუგსბურგთან” ჩატარებულ შეხვედრაში მონაწილეობა გუნდის ლიდერებს – არიენ რობენს, ფრანკ რიბერის და ფილიპ ლამს არ მიუღიათ. მათ ნაცვლად განაცხადში ადგილი მიჩელ ვაიზერმა, სალაჰიმ და ხოიბერგმა დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ სამივე ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში აღმოჩნდა. დებიუტენტებს საკმაოდ ბევრი შეცდომა ჰქონდათ, რაც საბოლოოდ შედეგზეც აისახა. გადამწვყეტი გოლი საშა მელდერსმა გაიტანა.
ბაიერი ჰიიპიას დაემშვიდობა
ჰიიპიასთან დამშვიდობების მიზეზი ლევერკუზენული კლუბის ცუდი შედეგები იყო. უკანასკნელ წვეთად კი, “ჰამბურგთან” მარცხი იქცა. არადა ჩემპიონატის აუტსაიდერთან შეხვედრის წინ “ბაიერის” სპორტულმა დირექტორმა, რუდი ფიოლერმა ჰიიპიასთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილიც კი გამოთვა. თუმცა, პარასკევს გამართული შეხვედრა კლუბის ბოსებისთვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდა. “ფარმაცეფტების” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად საშა ლევანდოვსკი დაინიშნა.
საინტერესოა, რომ ორი წლის წინ იმავა ჰამბურგში ჰიიპია და ლევანდოვსკი, კარიერაში პირველად, ერთად ხელმძღვანელობდნენ “ბაიერს” და სწორედ აღნიშნულ მატჩში ჩაეყარა ამ სამწვრთნელო დუეტის ჩამოყალიბებას საფუძველი.
“ჰამბურგთან” მარცხის შემდეგ “ბაიერი” მეხუთე პოზიციამდე დაქვეითდა.
5 ფაქტი ტურის შესახებ
გოლ+პასი-ს სისტემით მარკო როისმა ბუნდესლიგის 154 მატჩში 100 ქულა მოაგროვა.
ხავი მარტინესმა “ბაირნის” შემადგენლობაში პირველი ბუნდესლიგური მატჩი წააგო.
“ბაიერნმა” 53-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
ხან არანგომ ბუნდესლიგაში საჯარიმოს ფარგლებს გარედან 15 გოლი გაიტანა, რაც მოქმედ ფეხბურთელებში საუკეთესო მაჩვენებელია.
“შტუტგარტმა” “ფრაიბურგს” უკანასკნელი 13 მატჩიდან 11 მოუგო.
04/04/14
გოლები: ჩალჰანოღლუ 4′ (1:0); ბრანდტი 58′ (1:1); ვესტერმანი 82′ (2:1)
05/04/14
გოლები: მაქსიმი 69′ ; ჰარნიკი 89′
გოლები: დი სანტო 15′ (1:0); გორეცკა 33′ (1:1)
გოლები: არანგო 17′ ; კრუსე 79′
გოლი: მიოლდერსი 31′
გოლები: ჟოსელუ 52′ ; მეიერი 85′
გოლები: ოლიჩი 34′ (0:1); ლევანდოვსკი 51′ (1:1); როისი 77′ (2:1);
06/04/14
გოლები: კუმბელა 14′ ; ნილსენი 21′ ; ჰოხშეიდტი 89′
გოლები: ალაგუი 11′ (1:0); პოლანსკი 30′ (1:1)