დინამო vs დილა – მატჩამდე
8 აპრილს, 18:00 საათზე დინამო თბილისი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალის პირველ შეხვედრას შინ, დინამო არენაზე, გორის დილას წინააღმდეგ გამართავს.
ჩვენი მეტოქე
გორის საფეხბურთო კლუბი 1949 წელს შეიქმნა და არსებობის მანძილზე სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა. 1961 წლიდან კი დილა ეწოდა. გუნდი საშინაო შეხვედრებს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომელიც 8 300 მაყურებელს იტევს. კლუბის სიმბოლიკა ძირითადად ცისფერ და ბორდოსფერ ფერებშია გადაწყვეტილი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან 18 წლის შემდეგ – 2008 წელს, გორის დილა უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. პირველ ლიგაში დაქვეითებულმა გორელებმა მომდევნო – 2009/2010 წლების სეზონი მეორე ლიგაში დაიწყეს. დილა უმაღლეს ლიგას სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. გუნდმა ჯერ 2009/2010 წლების სეზონში მოიპოვა პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლება, შემდეგ კი 2010/2011 წლების სეზონში უმაღლესი ლიგის საგზურიც მოიპოვა. პირველი ლიგის მესამეადგილოსანმა გორის დილამ გადათამაშებაში სამტრედიას 2:0 მოუგო და ქართული ფეხბურთის ელიტაში აღზევდა. გორის დილამ თავისი პირველი ტიტული 2011/2012 წლების სეზონში მოიპოვა. შიდაქართლელებმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ზესტაფონს 4:1 მოუგეს.
მწვრთნელი და დილა
მიმდინარე სეზონში გუნდმა მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. მთავარი მწვრთნელის პოსტზე დილაში მარტის ბოლოდან გია გიგატაძე მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით გორელები სახლში დამარცხდნენ ვიტ ჯორჯიასთან 1:2 და ქუთაისში აჯობეს ტორპედოს 4:0.
დინამომდე
ზამთრის პაუზის შემდეგ გორელებმა თასზე დაამარცხეს ტორპედო 2:1. სახლში დამარცხდნენ გურიასთან 1:3. წაგება ზუგდიდთან 1:2. ფრე ვიტ ჯორჯიასთან 1:1. ორი მოგება მერანთან და ტორპედოსთან, შესაბამისად 2:1 და 2:0. წაგება მერანთან 1:2 და ვიტ ჯორჯიასთან იმავე ანგარიშით. მოგება ტორპედოსთან 4:0.
დინამო VS დილა
საქართველოს თასის გათამაშებაში დინამო და დილა ერთმანეთს 10– ჯერ დაუპირისპირდნენ. აქაც თბილისელთა უპირატესობა საგრძნობია. 7 მოგება და 2 ფრე და 1 მარცხი, ხოლო ბურთების შეფარდება23/9 დინამოს სასარგებლოდ.
1996 წელს დინამომ გორში 3:0 აჯობა მეტოქეს. გოლები ხომერიკმა, დემეტრაძემ და კიკნაძემ გაიტანეს. საპასუხო მატჩში დინამომ ოთხი უპასუხო ბურთით იმარჯვა. დემეტრაძე, გოგიჩაიშვილი, იაშვილი და კობიაშვილი არიან გოლების ავტორები.
1998 წელს დინამო თბილისში დამარცხდა 1:2. გოლი მუჯირის ანგარიშზეა, ხოლო მეორე შეხვედრაში თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე დედაქალაქელებმა 3:1 იმარჯვეს. ხომერიკის დუბლს ერთი გოლი აშვეთიამ მიამატა.
2000 წელს მტკვრისპირელებმა თბილისში 4:0 მოიგეს. წიტაიშვილმა ორი გოლი გაუტანა გორელებს. თითო ბურთი კი ხუციშვილის და ანჩაბაძის ანგარიშზეა. გასვლაზე დინამოელებმა 4:1 აჯობეს მეტოქეს. სახვაძის ჰეთ-თრიქი და რუხაძის ერთი გოლი.
2004 წელს დინამომ ორივე მატჩში ერთნაირი ანგარიშით 1:0 მოუგო მეტოქეს. ახალაიამ და იაშვილმა გაიტანეს გოლები.
ბოლოს თასზე დინამო და დილა 2011 წელს შეხვდნენ ერთმანეთს. დინამომ პირველ მატჩში ბასაზე ფრე 2:2 ითამაშა. გოლები ჯიღაურმა და კახელიშვილმა გაიტანეს. საპასუხო მატჩი ქართლის სტადიონზე უგოლოდ 0:0 დასრულდა
დინამო VS დილა – მსაჯი
საქართველოს თასის ნახევარფინალის პირველ შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 8 აპრილს თბილისში გორის დილას წინააღმდეგ გამართავს, გიორგი ვადაჭკორია განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ლ.თოდრია და ლ. ვარამიშვილი გაუწევენ. დამატებითი არბიტრები იქნებიან ბ. ნინუა და დ. ყრუაშვილი.სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი თ. გვანცელაძე შეასრულებს.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს მიმდინარე ჩემპიონატის ოცდამეოთხე ტურის მატჩი იმსაჯა. დინამო თბილისმა ზესტაფონი 1:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ სამჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები. უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა 2 აპრილს პირველ ლიგაში გამართული შუქურა 1:1 კოლხეთი არის. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიას ფეხბურთელები ხუთჯერ გააფრთხილა და ერთიც გააძევა.
დილას სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში გორის დილას სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
ლეგაშვილი – ორბელაძე, ხიზანეიშვილი, კობახიძე, კვახაძე – რაზმაძე, ბოლქვაძე, შალამბერიძე, კოშკაძე – ბერიაშვილი, სადაღაშვილი
FCDinamo.GE