პრიმერა დივიზიონის მიმოხილვა
“რეალი” რონალდუს გარეშე, მესის მორიგი დუბლი და “ატლეტიკოს” მინიმალური გამარჯვება პრიმერას მორიგ ტურში.
ატლეტიკო – ვილიარეალი
ნათლად ჩანს, რომ სიმეონეს გუნდისთვის ორ ფრონტზე თამაში სირთულეებთან არის დაკავშირებული. ჩემპიონთა ლიგაში გამართული მძიმე დაპირისპირების შემდეგ, პრიმერაში მადრიდელები “ვილიარეალს” მასპინძობდნენ. უნდა ითქვას, რომ “ატლეტიკოს” ფეხბურთელები ფავორიტის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებდნენ. რაც ბუნებრივია, დიეგო კოსტას, თურანის და გაბის სახით მასპინძლებს დიდი დანაკლისი ჰქონდათ. თუმცა, მადრიდელთა საბედნიეროდ, სიმეონეს მწყობრში ყავს კოკე და რაულს გარსია. სწორედ ამ დუეტმა შექმნა შეხვედრის ერთადერთი გოლი. მე-14 წუთზე კოკეს ჩაწოდებულ კუთხურს რაულ გარსია გამოეხმაურა და სამქულიანი შეაგდო “ყვითლების” კარში.
ბარსელონა – ბეტისი
ლიდერის და აუტსაიდერის შეხვედრა პროგნოზირებადი შედეგით დასრულდა. პრიმერას ყველაზე ძლიერი შეტევის და ყველაზე სუსტი დასცვის დაპირისპირება რომ პირველის გამარჯვებით დასრულდებოდა, ნათელი იყო.
კატალონიელთა შემადგენლობაში კვლავ გამოირჩეოდა ლეო მესი. არგენტინელმა “ბეტისის” კარში ორი გოლის გატანა მოახერხა. ერთიც სევილიელაბმა ხორდი ფიგუერასის “ძალისხმევით” საკუთარ კარში გაიტანეს. “ბეტისის” ფეხბურთელებმა საკუთარის გარდა, მეტოქის კარშიც შეაგდეს ბურთი. პრესტიჟის გოლის ავტორი რუბენ კასტროა.
სოსიედადი – რეალი
ლიდერთა სამეულიდან გასულ ტურში სტუმრად მხოლოდ მადრიდის “რეალი” თამაშობდა. ანჩლოტის შეგირდებს მასპინძლობას საკმაოდ უხერხული “სოსიედადი” უწევდა. იმის გათვალისწინებით, რომ შეხვედრაში რონალდუ ვერ მიიღბდა მონაწილეობას, “რეალის” იოლ გამარჯვებას პრაქტიკულად არავინ არ პროგნოზირებდა. თავიდან ეს ასეც იყო, თუმცა ტაიმის ბოლოსო ილიარამენდი-ბეილი-ბენზემას კომბინაცია მასპინძელთა კარის აღებით დასრულდა.
მეორე ტაიმში მადრიდს შედარებით გაუადვილდა თამაში. “სამეფო კლუბის” წევრებს არც მომენტების შემქნა უჭირდათ. თუმცა, მეორე გოლი “რეალმა” “სოსიედადის” მეკარის უხეში შეცდომით გაიტანა. ბრავომ ბურთი გარეთ ბეილს დაასვა ფეხზე. უელსელი არ დაიბნა და შორი დისტანციიდან დაბალ კუთხეში გაიტანა.
მეორე გოლის შემდეგ “სოსიედადი” მოეშვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ შეხვედრის ბედი უკვე გადაწყვეტილია. კიდევ ორი გოლი პეპეს და მორატას ანგარიშზეა.
04/04/14
გოლები: ორიოლ რიერა 19′ (0:1); ალეხანდრო არიბასი 33′ (0:2); სორიანი 73′ (1:2)
05/04/14
გოლი: რაულ გარსია 14′
გოლები: მესი 14′ (1:0); ხორდი ფიგუერასი 67′ (ს.კ. 2:0): რუბენ კასტრო 68′ (2:1); მესი 86′ (3:1)
გოლები: ილიარამენდი 45′ ; ბეილი 66′ ; პეპე 85′ ; ალვარო მორატა 88′
06/04/14
გოლები: რუბენ როჩინა 25′ ; ბუენო 49′ ; ბუენო 60′
გოლები: იგნასიო კამაჩო 14′ ; 37′ (2:0); ამრაბატი 50′ (3:0); ხუანმი 74′ (4:0); ელ-არაბი 78′ (4:1)
გოლი: ბოაკიე 90′
გოლები: მბია 18′ (1:0); გამეირო 45′ (2:0); სერხიო გარსია 47′ (2:1); გამეირო 84′ (3:1); რაკიტიჩი 89′ (4:1);
08/04/14
გოლები: ადურისი 15′ ; 45′ (0:2); სან ხოსე 66′ (ს.კ. 1:2)