U20 მსოფლიო ალაფა 2014 – ტურნირი მოგებით დავიწყეთ

თარიღი: აპრილი 8, 2014

7 აპრილს სტარტი აიღო IRB 20 წლამდელთა მსოფლიო ალაფის გათამაშებამ. ტურნირი B ჯგუფის შეხვედრები დაიწყო. პირველ შეხვედრაში ურუგვაიმ 33-28 დაამარცხა იაპონოა, ხოლო მეორე მატჩში კი,  ნამობიამ 37-25 სძლია კანადას. ამრიგად B ჯგუფს ნამიბია ლიდერობს და შემდეგ შეხვედრას იაპონიასთან გამართავს, ხოლო ურუგვაი კანადას შეერკინება.

A ჯგუფში ასპარეზობა გამარჯვებით დავიწყეთ

ამის შემდეგ A ჯგუფის დრო დადგა, სადაც პირველ შეხვედრაში 20 წლმადე ბორჯღალოსნები ტონგელ თანატოლებს ერკინენ.

საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გახსნა მატჩის დებიუტშივე შეეძლო – შალვა შაშიაშვილმა ტონგელების ლელოში ბურთი დაამიწა, მაგრამ ფეხი აუტის ხაზზე დადო და შესაბამისად ანგარიში არ გაიხსნა. ბორჯღალოსნებმა განაახლეს შეტევა, რომელიც ნაკრების კაპიტანმა, იუბილარმა საბა შუბითიძემ (იგი დღეს 20 წლის გახდა), ლელოთი დაასრულა.  ლელოს გარდასახვა რეზი ჯინჭველაშვილს არ გასჭირვებია და მატჩის მეოთხე წუთზე საქართველოს U20 ნაკრები 7- 0 დაწინაურდა.

დაცვაში ცუდი სათამაშო დისციპლინის გამო, მსაჯმა ტონგელები დააჯარიმა, რითაც რეზი ჯინჭველაშვილმა ისარგებლა და დამატებით 3 ქულა შესძინა გუნდს. მას მოგვიანებით დამატებით ორჯერ მიეცა ჯარიმის გატანის შესაძლებლობა და შესაბამისად ტაიმის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, საქართველოს ნაკრები 16-0 უგებდა მოწინააღმდეგეს.

ტაიმის მიწურულს ტონგელების 5 მეტრინთან ჩვენი შერკინება დაინიშნა. ამ კომპონენტში საქართველო რამოდენიმე თავით სჯობდა მოწინააღმდეგეს, შესაბამისად ჩვენ ბიჭებს მოწინააღდეგის საკუთარ ლელოში შეთრევა და ლელოს დამიწება არ გასჭირვებიათ. ლელო 8 ნომერზე მოთამაშე ვახტანგ ამირანაშვილმა დადო. ჯინჭველაშვილს გარდასახვა გაუცუდდა და ანგარიში 21-0 დაფიქსირდა. პირველი ნახევარი ამ ანგარიშით დასრულდა.

მეორე ტაიმი – ტონგას გამოცოცხლება და უხვად დარიგებული სინ ბინები

მეორე ტაიმში ტონგელები ცოტა გამოცოცხლდნენ. ერთი ჯარიმა გაგვიტანეს და მალევე კუნძულელების მონაგარს ტაიმიკო ფანგატუამ გარდასახული ლელო შემატა. ანგარიში 21-10 გახდა.

ტონგელების გამოცოცხლებას, 20 წლამდე ბორჯღალოსნებმა მალევე ლელოთი უპასუხეს – ვახტანგ ამირანაშვილმა დუბლი გაიფორმა, ხოლო რეზი ჯინჭველაშვილმა კვლავ გარდასახა და ანგარიში 28-10 გახდა. ამის შემდეგ ჯინჭველაშვილმა კიდევ ორჯერ იმარჯვა და მატჩის საბოლოო ანგარიში 34-10 დააფიქსირა.

მეორე ტაიმის მსვლელობისას, ტონგელებმა უმატეს უხეშობასა და არადისციპლინირებულ თამაშს. ისინი არც პროვოკაციებს ერიდენოდნენ, რასაც ჩვენი ბიჭები არ აჰყოლიან. კუნძულელების ასეთ ქმედებებს მსაჯმა უხვად ყვითელი ბარათების დარიგებით უპასუხა. მეორე ტაიმის შუაწელში ტონგელებს ჯერ ერთი მოთამაშე გაუსინბინეს, მოგვიანებით მეორეც მიაყოლეს. ამ დროს შეცვლაზე შემოსული ჟორა მღებრიშვილმა მსაჯის სასტვენის შემდეგ შერკინებიდან შორს მოისროლა ბურთი, რის გამოც მსაჯმა მას ყვითელი ბარათი ანახა. 20 წლამდელები 14 კაცით დარჩნენ მინდორზე ხოლო ტონგელები კი 13-თ. მატჩის ბოლოსკენ ტონგელებმა კვლავ გააგრძელეს უხეშობა, რასაც მათი 2 მოთამაშის ყვითლით გაგდება მოყვა. საბოლოო ჯამში საქართველოს ნაკრებმა ერთი, ხოლო ტონგამ კი ოთხი ყვითელი ბარათი მიიღო.

აშშ-მაც სტარტი მოგებით აიღო

საქართველო-ტონგას მატჩის შემდეგ, B ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, აშშ-ს ნაკრებმა მასპინძელ, ჰონკონგის 20 წლამდელთა ნაკრებს 37-0 სძლია. ჰონკონნგელების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ისინი მთელი 80 წუთის განმავლობაში დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ ტურნირს ერთგიზ გამარჯვებულ გუნდს.

ტურნირის მეორე რაუნდში, საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებს ჯგუფირი ეტაპის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ელით – U20 ბორჯღალოსნები არწივებს, აშშ-ს 20 წლამდელთა ნაკრებს შეხვდებიან. მატჩი 11 აპრილს, თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება.

წინა შეხვედრის მსგავსად, აღნიშნული მატჩის მსვლელობისათვის თვალყურის დევნა მხოლოდ ტექსტური ლაივის მეშვეობით იქნება შესაძლებელი, რომელიც კვლავ ტურნირის და საქართველოს რაგბის კავშირის თვითერისა და ფეისბუქ გვერდებზე იწარმოებს:

twitter.com/IRBjuniors>>>

twitter.com/GeorgianRugby>>>

Facebook.com/GeorgianRugbyUnion>>>

 

კომენტარები

დავით ვართანიანი, საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

„ასეთი ანგარიშით მოგებას  ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვიყავი, რომ შერჩეული სტრატეგია და ტაქტიკა გაამართლებდა. ჩვენს მიზანს სათამაშო დისციპლინის არ დარღვევა და შეკრულად თამაში წარმოადგენდა. მოწინააღმდეგე გუნდი საკმაოდ არეულად ათამაშდა, რაც ჩვენს სასარგელოდ გამოვიყენეთ. დაცვაშიც კარგად ვითამაშეთ და შედეგიც სახეზეა.

„რათქმაუნდა რაღაც ხარვეზებსაც ქონდა ადგილი, რის გამოსწორებასაც შემდეგი თამაშისათვის ვეცდებით. აშშ-ს ნაკრები სულ სხვა გუნდია, ისინი უფრო ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებენ და შესაბამისად რიგი ჩვენს თამაშში რიგი ცვლილებების შეტანა მოგვიწევს.

„შემდეგ თამაშზე როლანდ კვაჭაძეც შემოგვიერთდება, რომელმაც მოიშუშა ტრავმა, ხოლო რაც შეეხება გიორგი აფციაურს, ჯერ კიდევ ველოდებით ექიმების პასუხს, იმედია ტურნირის ბოლომდე გიორგიც შეძლებს გუნდის დამხარებას.“

ლადო კილასონია, საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი:

„ორი სხვადასხვა ტაიმი ვნახეთ. პირველ ტაიმში ვიყავით კარგად ორგანიზებულები და შეცდომა თითქმის არ დაგვიშვია. ჩვენი პლიუსი გამოჩნდა და მოწინააღმდეგე დავჯაბნეთ შერკინებაში, მოლში და აუტში. მეორე ტაიმში თავიდან ცოტათი ავირიეთ და მანამ დავლაგდებოდით 10 ქულა მივიღეთ. შემდეგ შერკინებამ აიღო თავის თავზე ინიციატივა და მოწინააღმდეგეს შევუტრიალეთ თამაში. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ხაზი შესანიშნავად თამაშობდა დაცვაში. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ რაც დავგეგმეთ ბიჭებმა სრულიად შეასრულეს.“

საბა შუბითიძე, საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრების კაპიტნაი:

„ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ პირველივე მატჩში ძლიერ მოწინააღმდეგეს პირნათლათ მოვუგეთ. თამაშს რაც შეეხება, შერკინებაში საგრძნობლად ვაჯობეთ მოწინააღდეგეს, ხოლო დაცვაში უშეცდომო თამაშმა რამოდენიმე კარგი შეტევის განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. მოწინააღმდეგეც საკმაოდ აგრესიულად იდგა დაცვაში, მაგრამ ჩვენ მათი დაცვის გატეხვა შევძელით.

„მინდა ავღნიშნო, რომ ტონგას საკმაოდ ძლიერი და მოძრავი ბიჭები ყავდათ, მაგრამ ისინი უხეშ და ბინძურ თამაშს არ ერიდებოდნენ, მაგრამ ვერც ამით შეძლეს ჩვენი გატეხვა.

„ბიჭებზე მინდა ვთქვა, რომ როგორც კაპიტანი მე მათ დიდ მადლობას ვუხდი ასეთი გარჯისათვის. გუნდი, როგორც ერთი ორგანიზმი იყო შეკრული და ბიჭები არცერთი წუთით არ მოშვებულან. საკმაოდ მოტივირებულნი ვიყავით და შემიძლია ვთქვა, რომ გასახდელშივე ვიყავით დარწმუნებულნი ჩვენს მოგებაში.“.

 

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:

„ძალიან კმაყოფილი ვარ. ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს 34-10 ვძლიეთ. იყო ბრწყინვალე პირველი ტაიმი. ყველა კომპონენტში რაც კი არსებობს რაგბიში აჯობეს ჩვენმა ბიჭებმა მოწინააღმდეგეს. შესანიშნავი დაცვა იყო, შეტევაც ძალიან კარგი იყო, აუტები მოვიგეთ. ხაზმა და ნახევარდაცვამაც კარგად ითამაშა. ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ გუნდა მაღალი კლასი გამოავლინა.

„მეორე ტაიმში მართალია ცოტა მოდუნდნენ ბიჭები. გარკვეული პერიოდი დაცვაშიც მოგვიწია თამაში და ლელოც მივიღეთ, მაგრამ გამოვასწორეთ და უპირატესობა კვავ დავიბრუნეთ. ამაზე ტონგელებმა ბინძური თამაშით გვეპასუხეს. საერთოდ მთელი მატჩის განმავლობაში უხეშობდნენ ტონგელები. ორი მოთამაშე კბენაზეც კი გაუგდეს. მეორე ტაიმში როდესაც ნახეს, რომ ყველაფერში ჯობნიდნენ ჩვენი ბიჭები, უკვე პროვოკაციებზე წამოვიდნენ, მაგრამ ბიჭები ამ პროვოკაციებს არ აჰყოლიან.

„მატჩის ბოლოს, დაღლისგან ალბათ უფრო, ცოტათი მოდუნდნენ ბიჭები და იმდენი ლელოს დადება ვეღარ მოვახერხეთ რამხელა უპირატესობაც გვქონდა. სტადიონზე შეკრებილი მაყურებლისათვის 80 წუთის განმავლობაში ნათელი იყო თუ ვინ იყო უკეთესი გუნდი.

„მომავალ მოწინააღმდეგეს რაც შეეხება, ამერიკელ 20 წლამდელებს ეტყობათ, რომ კარგი და დისციპლინირებული გუნდია. ეხლა მთავარია ბიჭებმა დაივიწყონ ტონგასთან მოგება, დაისვენონ, გაიაზრონ დაშვებული შეცდომები და შემდეგ უკვე აშშ-სთან თავიანთი გასაკეთებელი გავაკეთონ.“



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ილია თოფურიამ ფანი 1 დარტყმით ჩაკეცა – ქართველი მატადორის ძალა (ვიდეო)

UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ფანებს ხვდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა მას ავტოგრაფის ნაცვლად მუცელში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რომან დოლიძე: “საშინლად არ მომწონს ის ლექსიკა, რომელსაც ამ კონკრეტულ ვიდეოში ვისმენ&

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთ საკმაოდ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა. კომენტარებში, დოლიძემ დამატებით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ხურციძემ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა

43 წლის ქართველი მებრძოლი ავთანდილ ხურციძე რამდენიმე დღის წინ ამერიკის ციხიდან გაათავისუფლეს, სადაც 2017 წლიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორც იქნა – ავთანდილ ხურციძე თავისუფალია!

ცნობილი ქართველი მებრძოლი, ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დაბრუნდა. როგორც ჩანს, ხურციძე ამერიკის ციხიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დვალიშვილმა 50 ათასი დოლარი მიიღო? საქმეში ლიანა ჯოჯუა ჩაერთო

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანის მეგობარს, ONE FC-ის ჩემპიონს, ანატოლი მალიხინს 50 ათასი დოლარი დიდი ხნის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პიოტრ იანი: “რეაბილიტაცია სრული სვლით!”

UFC-ის რუსი მებრძოლი პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის შემდეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, როგორც ფიზიკურად, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჰასბულას სერიოზული პრობლემები აქვს – კატას დაარტყა (ვიდეო)

ჰასბულა მაგომედოვს სერიოზული პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ის კატას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

უცნაური სანახაობა – კოცნა ჩხუბის ნაცვლად (ვიდეო)

სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც MMA-ს მებრძოლები, კარინა პედრო და დენისა რიანდოვა აწონვისას ერთმანეთის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!” – დვალიშვილი რუსთან გამარჯვების შ

12 მარტს, ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-11 ბრძოლა გამართა. ღონისძიების მთავარ შეხვედრაში მერაბი რუს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილმა რუსი პიოტრ იანი დაამარცხა! (ვიდეო)

12 მარტს, UFC-ში მერაბ დვალიშვილ რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა. ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში ქართველმა რუსი მეტოქე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იანმა დვალიშვილს დაარტყა (ვიდეო)

რუსმა მებრძოლმა პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილს ხელი დაარტყა და მისი გამოწვევა სცადა. ბრძოლა 12 მარტს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას სწორი გადაწყვეტილება – 24 საათიანი დაცვა…

ხვიჩა კვარაცხელია მანქანის მოპარვის შემდეგ, დროებით, სასტუმროში ცხოვრობდა, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარა ახლა მუდმივ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“კარიერა ძალით დაამთავრებინესო… ვინ გააგდო საქართველოდან?” – ჟურნა

სპორტული ჟურნალისტი ზაზა ბურდილაძე ელენე გედევანიშვილს ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც “რუსთავი 2”-ზე გავიდა. ელენემ აღნიშნა, რომ […...
წაკითხვა
სხვადასხვა

ელენე გედევანიშვილი: “მომიშორეს… რუსეთის სახელით მთხოვეს გამოსვლა, მაგრამ ამას

“რუსთავი 2”-მა ელენე გედევანიშვილთან ამერიკაში ინტერვიუ ჩაწერა. გედევანიშვილი ახლა ამერიკაში ცხოვრობს და ბავშვებს ფიგურულ ციგურაობას [&hel...
წაკითხვა