“დინამოს” მარცვალაძემ მოაგებინა
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მატჩი თბილისის “დინამოსა” და გორის “დილას” შორის “დინამო არენაზე” შედგა და მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.
ნახევარფინალური მატჩი გუნდებმა საკმაოდ ფრთხილი ტაქტიკით ჩაატარეს. “დინამოც” და რა თქმა უნდა “დილაც” პირველ რიგში საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ და შეტევებზე ნაკლებად ფირქობდნენ.
შეხვედრის პირველი ტაიმი სანახაობრივი ნამდვილად არ იყო თუ არ ჩავთვლით რამდენმე ნახევარმომენტს. აღსანიშნავია, რომ ერთ ეპიზოდში სტუმრები მთელი შემადგენლობიტ ძალიან აქტიურად ითხოვდნენ პენალტს. “დილას” ფეხბურთელების აზრით კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კვირველიას ხელზე მოხვდა. თუმცა, არბიტრმა თამაშის წესების დარღვევა აღნიშნულ ეპიზოდში ვერ დაინახა.
ტაიმის ბოლოს “დინამოელებს” საკმაოდ კარგი სტანდარტის შესრულების საშუალება მიეცათ. მარჯვენა ფლანგიდან ჯარიმა ჩისკომა ჩააწოდა მარცვალაძემ კი, ტექტნიკური თავურით ბურთი ლეგაშვილის კარში გადაგზავნა – 1:0.
შეხვედრის მეორე ნახევარი პირველი მსგავსი სცენარით წარიმართა. ხიფათი ორივე გუნდის კართან უფრო მეტჯერ შეიმნა. რეალური მომენტი ირაკლი ძარიას ჰქონდა, თუმცა ლეგაშვილმა მას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი აუღო.
პირველი შეხვედრის შედეგი გადამწყვეტ უპირატესობას არცერთ გუნდს არ ანიჭებს, ამიტომ ფინალისტის ვინაობა განმეორებით მატჩში, გორში გადაწყდება.
დინამო: ლორია, ხიდეშელი, ცინცაძე, მოდებაძე (პაპუნაშვილი), ხურცილავა, კვირკველია, მარცვალაძე, რეხვიაშბილი, ჩისკო (ჯანელიძე), გლიშიჩი (მერებაშვილი), ძარია.
დილა: ლეგაშვილი, ორბელაძე, კობახიძე (გურეშიძ), ხიზანეიშვილი, კვახაძე, სადაღაშვილი (ჯიშკარიანი), შალამბერიძე, რაზმაძე, ბოლქვაძე, კოშკაძე (ხოჯავა), ბერიაშვილი.
მატჩის შემდეგ
გია გიგატაძე (დილა): “დღევანდელი თამაშის გეგმა თითქმის ბოლომდე შევასრულეთ. დინამო საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და სამწუხაროდ ერთი შეცდომაც არ გვაპატია. შანსები 50/50-ზეა. ყველაფერი გორში გადაწყდება, სადაც გულშემატკივარი ჩვენი მე-12 მოთამაშე იქნება”
მალხაზ ჟვანია (დინამო): “პირველ რიგში, ჩვენი გუნდის პრეზიდენტ, ბატონ რომან ფიფიას მინდა მივულოცო დაბადების დღე. რაც შეეხება თამაშს, ძალიან რთული გამოდგა, რაც იმან განაპირობა, რომ თითქმის ყოველ ოთხ დღეში ერთხელ გვიწევს თამაში. გუნდს ნაწილობრივ დაღლილობა ეტყობდა. მაგრამ, დღევანდელი გეგმა, რომ გოლი არ გაგვეშვა შესრულდა. ყველაფერი გორში გადწყდება”
თასის მეორე 1/2-ფინალური შეხვედრა ქობულეთში გაიმართა, სადაც “შუქურამ” “ჩიხურას” უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
ასევე გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გადადებული მატჩი “გურიასა” და “სიონს” შორის, რომელიც ბოლნისელების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები