ჩელსიმ და რეალმა ნახევარფინალის საგზურები მოიპოვეს
ჩემპიონთა ლიგის ორი ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში ბრძოლას ლონდონის “ჩელსი” და მადრიდის “რეალი” გააგრძელებენ.
ლონდონელებმა “პარი სენ ჟერმენს” უმასპნიძლებს და საჭირო ანგარიშით, 2:0 გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს.
მოურინიოს გუნდი 32-ე წუთზე დაწინაურდა. დავიდ ლუისის გადაცემას შურლე გამოეხმაურა და ზუსტად გადაგზავნა ბურთი სირიგუს კარში. ნახევარფინალის საგზურის მომტანი გოლი კი, “ჩელსიმ” მატჩის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე გაიტანა. რიკოშეტების სერიის შემდეგ ბურთი შეცვლაზე შემოსულ დემბა ბას მიუვიდა, რომელსაც ახლო მანძილიდან გოლის შეგდება არ გასჭირვებია.
“ჩელსი”: ჩეხი, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, დავიდ ლუისი, ასპილიკუეტა, ლამპარდი (დემბა ბა 66′), ვილიანი, აზარი (შურლე 18′), ოსკარი (ტორესი 81′), ეტოო.
“პსჟ”: სირიგუ, ჟალე, ალექსი, მაქსველი, ტიაგო სილვა, მატუიდი, მოტა, ვერატი (კაბაიე 55′), ლუკასი (მარკინიოსი 84′), კავანი, ლავესი (პასტორე 73′).
გოლები: შურლე 32′ ; დემბა ბა 87′
დღის მეორე შეხვედრაში, სადაც ერთი შეხედვით ფავორითი ნათელი იყო, ნამდვილი ბრძოლა გაიმართა. დორტმუნდელებმა პირველ ტაიმში მარკო როისის ძალისხმევით ორი გოლი გაუტანეს მადრიდის “რეალს” და დაპირისპირებას ინტრიგა დაუბრუნეს. აღსანიშნავია, რომ მე-17 წუთზე დი მარიამ პენალტის გატანა ვერ მოახერხა.
მესამე გოლის გატანის და შეხვედრის დამატებით დროში გადაყვანის საშუალება “ბორუსიას” მეორე ტაიმშიც ჰქონდა. თუმცა, მხიტარიანის დარტყმებს, რომელიც როისის შემდეგ ყველაზე აქტიური იყო დორტმუნდელთა შემადგენლობაში, კასილიასი და “რეალის” კარის ძელი ერთანაირი წარმატებით იგერიებდნენ.
მატჩის ბოლოს მადრიდელებმა სიტუაციის დალაგება მაოხერხეს და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვეს.
”ბორუსია”: ვაიდენფელერი, ფრიდრიხი, კირხი, ჰუმელსი, პისჩეკი (ობამეიანგი 81′), დურმი, მხიტარიანი, როისი, გროსკროიტცი, ოიოჩი, ლევანდოვსკი.
“რეალი”: კასილიასი, რამოსი, პეპე, კოენტრაო, კარვახალი, ხაბი ალონსო, მოდრიჩი, ბეილი, დი მარია (კასემირო 73′), ილიარამედნი (ისკო 46′), ბენზემა (ვარანი 92′).
გოლები: როისი 24′ ; 37′