ნახევარფინალისტთა ოთხეული დღეს შეივსება
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დარჩენილი ორი ვაკანტური ადგილი დღეს მიუნხენში და მადრიდში გასამართი მატჩების შემდეგ შეივსება.
ბაიერნი – მანჩესტერი
მანჩსტერში ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ფავორიტი რა თქმა უნდა “ბაიერნია”. გვარდიოლას გუნდი წელს გათამაშების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტიც არის, “მანჩსტერის” არასტაბილური ასპარეზობა კი, ამ ფაქტს კიდევ უფრო გამოკვეთილს ხდის. თუმცა, ბოლო დროს მოიესის გუნდმა თამაში აშკარად გამოასწორა.
დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა უეინ რუნის მდგომარეობაა. მანჩსტერში ყველა დარწმუნებით იძახის, რომ “იუნაიტედის” მთავარი დამრტყმელი ძალა დღეს არ ითამაშებს, თუმცა მიუნხენში ამის ნაკლებად სჯერად.
ატლეტიკო – ბარსელონა
ინტრიგის ნაკლებობას არც დღის მეორე შეხვედრა განიცდის. ბარსელონაში ფრედ, 1:1 დასრულებული შეხვედრის შემდეგ კატალონიური კლუბის შანსები შემცირდა. “ატლეტიკოს” უპირატესობა მცირეა, მაგრამ ორი ძლიერი გუნდის დაპირსიპირების ბედს საკმაოდ ხშირად სწორედ მცირე დეტალები წყვეტენ.
თუმცა, უნდა ითქვას, “ატლეტიკოს” მიერ “ვილიარეალის” წინააღმდეგ პრიმერაში ჩატარებულ შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა სიმეონეს გუნდის დაღლილობა. გუნდს ძველებური სილაღე აკლდა. თუმცა, შეიძლება საქმე მნიშვნელოვანი მატჩის წინ ძალების ეკონომიასთან გვქონოდა.