ვენგერი: „რემსი სათამაშოდ მზადაა“
ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი აარონ რემსი „უიგანთან“ ინგლისის თასის ნახევარფინალური მატჩისთვის მზად არის, რის შესახებაც „მეთოფეთა“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა.
„რემსი „უიგანთან“ პირველივე წუთებიდან სათამაშოდ მზად არის. იოზილი კი მოედანს შემდეგ შაბათს დაუბრუნდება. რაც შეეხება კოშელნის, მის დაბრუნებას სამშაბათს ველით.
კითხვის ნიშნის ქვეშ არის რამდენიმე ფეხბურთელის თამაში, რომელთა შორისაც გიბსი, როსიცკი და ოქსლეიდ-ჩემბერლენი არიან.
პირველივე წუთებიდან კარს ფაბიანკი დაიცავს, ეს დიდი ხნის წინ გაირკვა.
წინ ნახევარფინალური შეხვედრა გველის და მისთვის სათანადოდ უნდა მოვემზადოთ. „უიგანს“ დიდ პატივ ვცემთ. ვიმედოვნებ, გუნდის წარმატებაში წვლილს ყველა მოთამაშე შეიტანს. „არსენალი“ გამოცდილი გუნდია, ჩვენ არაერთი კარგი სათასო მატჩი ჩავატარეთ“, – განაცხადა ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა.
ალექსანდრე მატევოსოვი