21 სტადიონი რომელიც უნდა ნახო
კარგი ადგილი სტადიონზე, ერთი კათხა ლუდი და საყვარელი გუნდის კაშნე – აუცილებელი ატრიბუტიკა საყვარელი გუნდის საგულშემატკივროდ მსოფლიოს საუკეთსო სტადიონებზე. გთავაზობთ ამერიკული ვერსიით საფეხბურთო არენების ტოპ-21-ს.
1. ოლდ ტრაფორდი, მანჩესტერი, ინგლისი
გაიხსნა: 1910
ტევადობა: 75 731
მასპინძელი: “მანჩესტერ იუნაიტედი”
ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არენა, რომელსაც საფეხბურთო თეატრსაც კი უწოდებენ.
2. სან სირო, მილანი, იტალია
გაიხსნა: 1926
ტევადობა: 80 018
მასპინძელი: “მილანი” და “ინტერი”
ამ სტადიონს ორი დაპირისპირებული გუნდი იყოს. ყველაზე დიდ სანახაობას სან-სირო სწორედ მილანისა და ინტერის დაპირისპირების დროს მასპინძობს.
3. ოლიმპიაშტადიონი, ბერლინი, გერმანია
გაიხსნა: 1936
ტევადობა: 74 064
მასპინძელი: “ჰერტა”
ისტორიულმა არენამ საკუთარ კედლებში ოლიმპიურ თამაშებს, ორ მუნდიალს და რამდენიმე როკ-ფესტივალს უმასპინძლა.
4. აცტეკა, მეხიკო, მექსიკა
გაიხსნა: 1966
ტევადობა: 105 000
მასპინძელი: “ამერიკა” და მექსიკის ნაკრები
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სტადიონი. აქ სტუმრები პრაქტიკულად არ იმარჯვებენ. აღსანშნავია, რომ დიეგო მარადონამ სწორედ “აცტეკაზე” გაიტანა თავისი სკანდალურად ცნობილი გოლი.
5. მილენიუმი, კარდიფი, უელსი
გაიხსნა: 1999
ტევადობა: 74 500
მასპინძელი: უელსის ნაკრები
მსოფლიოში სიდიდით მეორე გადახურული სტადიონი, რაც მას იდელურად ნაგეობად ქმნის არა მხოლოდ საფეხბურთო მატჩების ჩასატარებლად.
6. ლა ბომბონერა, ბუენოს აირესი, არგენტინა
გაიხსნა: 1940
ტევადობა: 49 000
მასპინძელი: “ბოკა ხუნიორსი”
სტადიონი, რომელზეც სტუმრებს ძალიან უჭირთ თამაში. არენის მჭიდრო დასახლებაში განლაგების გამო, ერთ-ერთი ტრიბუნა საკმაოდ ორიგინალური ფორმის არის, რაც სტადიონს განსხვავებულ იერს სძენს.
7. ალიანც არენა, მიუნხენი, გერმანია
გაიხსნა: 2005
ტევადობა: 71 437
მასპინძელი: “ბაიერნი”, “მიუნხენ 1860” და გერმანიის ნაკრები
ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სტადიონი, რომელიც თანამედროვე არქიტექტურის სამაგალითო ნიმუშია.
8. მარაკანა, რიო დე ჟანერიო, ბრაზილია
გაიხსნა: 1950
ტევადობა: 78 838
მასპინძელი: “ფლამენგო”, “ფლუმინენსი” და ბრაზილიის ნაკრები
ფეხბურთის ყველა გულშემატკივრისთვის კარგად ცნობილი მარაკანა თავისი ემოციური ატმოსფეროთი გულგრილს არავის არ დატოვებს.
9. ამსტერდამ არენა, ამსტერდამი, ჰოლანდია
გაიხსნა: 1960
ტევადობა: 52 960
მასპინძელი: “აიაქსი”
ჰოლანდიის ყველაზე პოპულარული კლუბის საშინაო არენა. სტადიონი უზარმაზირი მოძრავი სახურავით არის აღნიშნული, რაც მატჩების ჩატარებას ნებისმიერ ამინდში უწყობს ხელს.
10. დონბას არენა, დონეცკი, უკრაინა
გაიხსნა: 2009
ტევადობა: 52 518
მასპინძელი: “შახტარი”
უნიკალური არენა, რომელშიც სავაჭრო-გასართობი ცენტრიც არის მოწყობილი. ასევე სტადიონზე მუზეუმიც არის განთავსებული.
11. ლუჟნიკი, მოსკოვი, რუსეთი
გაიხსნა: 1956
ტევადობა: 81 000
მასპინძელი: რუსეთის ნაკრები
რუსეთის ყველაზე დიდი არენა 2018 წლის მუნდიალის მატჩებს უმასპინძლებს. თუმცა, სტადიონი 1982 წლის ტრაგიკლუ მოვლენებითაც არის ცნობილი.
12. თურქ ტელეკომ არენა, სტამბოლი, თურქეთი
გაიხსნა: 2011
ტევადობა: 52 652
მასპინძელი: “გალათასარაი”
თურქეთის ყველაზე პოპულარული კლუბის საშნაო არენა, რომელზეც 2011 წელს ხმაურის რეკორდი დაფიქსირდა.
13. ნოუ კამპი, ბარსელონა, ესპანეთი
გაიხსნა: 1957
ტევადობა: 99 354
მასპინძელი: “ბარსელონა”
ამ სტადიონის უნიკალურობას თავი რომ დავანებოთ, აქ მხოლოდ ისეთ ფეხბურთელის სანახავად ღირს მისვლა, როგორიც ლეო მესია.
14. ფნბ სთეიდიუმი, იოჰანსებურგი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
გაიხსნა: 1989
ტევადობა: 94 736
მასპინძელი: “კაიზერ ჩიფსი”
აფრიკის ყველაზე დიდი სტადიონი, რომელმაც 2010 წლის მუნდიალსაც უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ არენაზე შედგა ნელსონ მანდელას პირველი საჯარო გამოსვლა ციხიდან გათავისუფლების შემდეგ.
15. ენფილდი, ლივერპული, ინგლისი
გაიხსნა: 1884
ტევადობა: 45 276
მასპინძელი: “ლივერპული”
აქ მხოლოდ ლეგენდარული “You’ll never walk alone” -ის გამო ღირს მისვლა. ენფილდზე ბრიტანული ფეხბურთის სული ტრიალებს, ტრადიციების, რომლების სხვა ქალაქებში დავიწყებას მიეცა.
16. პროვიდენც პარკი, პორტლენდი, აშშ
გაიხსნა: 1926
ტევადობა: 20 438
მასპინძელი: “პორტლენდ ტიმბერსი”
ამ სტადიონზე მოხვედრისთანავე დაგავიწყდებათ მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ფეხბურთი აშშ-ში არ უყვართ.
17. სელტიკ პარკი, გლაზგო, შოტლანდია
გაიხსნა: 1892
ტევადობა: 60 832
მასპინძელი: “სელტიკი”
დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უძველესი არენა. განსაკუთრებული ატმოსფერო აქ “რეინჯერსთან” მატჩის დროს ტრიალებს.
18. აზადი სტეიდიუმი, თეირანი, ირანი
გაიხსნა: 1973
ტევადობა: 91 623
მასპინძელი: “ესტეგალი”, “პერსეპოლისი” და ირანის ნაკრები
1998 წელს გამართულ ირანისა და ავსტრალიის ნაკრებების მატჩს სარეკორდო რაოდენებოს, 128 000 მაყურებელი დაესწრო.
19. ესტადიო მინისეპალ დე ბრაგა, ბრაგა, პორტუგალია
გაიხსნა: 2003
ტევადობა: 30 286
მასპინძელი: “ბრაგა”
კლდესთან განლაგებულის სტადიოში მსოფლიოს ერთ-ერთი უნიკალური ნაგებობაა.
20. სანტიაგო ბერნაბეუ, მადრიდი, ესპანეთი
გაიხსნა: 1947
ტევადობა: 81 044
მასპინძელი: “რეალი” და ესპანეთის ნაკრები
ადგილის, სადაც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების ყველაზე დიდი რაოდენობაა კონცენტრირებული.
21. უემბლი, ლონდონი, ინგლისი
გაიხსნა: 2007
ტევადობა: 90 000
მასპინძელი: ინგლისის ნაკრები
ახალი უემბლი ძველი, ისტორიული ნაგებობის მემკვიდრეა, სადაც საშინაო მატჩების ინგლისის საფეხბურთო ნაკრები ატარებს. ამასთან ერთად ინგლისის თასის მფლობელის ვინაობაც სწორედ ამ არენაზე ირკვევა.