19-წლამდელებს პორტუგალიური ტურნირი ელით
ორშაბათს, 14 აპრილს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები პორტუგალიაში, საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე გაემგზავრება. ტურნირი ტრადიციულია, ყოველ წელს ტარდება და საქართველოს ასაკობრივი ნაკრები მისი მუდმივი მონაწილეა.
ნაკრების თავკაცი – ვასილ მაისურაძე პორტოში შემდეგ ფეხბურთელებს იახლებს:
მეკარეები: ბექა ქურდაძე, ოთო გოშაძე (ორივე „საბურთალო“)
მცველები: გიორგი გაბაძე („ლოკომოტივი“, თბილისი), ალექსანდრე გურეშიძე, ოთარ კაკაბაძე, გიგა სამხარაძე (ყველა „დინამო“ თბილისი), გიორგი თევზაძე, ჯემალ ტაბიძე (ორივე „საბურთალო“), ლაშა დვალი („სკონტო“, ლატვია), ცოტნე ქებურია („დილა 2“, გორი)
ნახევარმცველები: ლევან შენგელია, გიორგი ბერიძე (ორივე „დილა 2“, გორი), გიორგი აბურჯანია, გიორგი გოროზია, ლუკა კიკაბიძე (ყველა „ლოკომოტივი“, თბილისი), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“), არჩილ მესხი („დინამო“ თბილისი)
თავდამსხმელები: დავით ჯიქია, ლუკა ზარანდია (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), ილია კერძევაძე („დილა 2“, გორი)
რაც შეეხება წლევანდელ ტურნირს, მას პორტო უმასპინძლებს. მონაწილეები კი, პორტუგალიის, საქართველოს, რუსეთისა და ჩეხეთის 19-წლამდე ნაკრებები იქნებიან.
ტურნირის გრაფიკი ასეთია:
16 აპრილი
პორტუგალია – საქართველო (14:00, თბილისის დროით. სტადიონი „J. Vieira Carvalho”)
რუსეთი – ჩეხეთი
18 აპრილი
პორტუგალია – ჩეხეთი
საქართველო – რუსეთი (13:00, თბილისის დროით. სტადიონი “Dr. Costa Lima”)
20 აპრილი
ჩეხეთი – საქართველო (07:00, თბილისის დროით. სტადიონი „J. Vieira Carvalho”)
პორტუგალია – რუსეთი
ეს ბოლო საერთაშორისო ტურნირია ელიტრაუნდამდე, რომელსაც ჩვენი ნაკრები მაისში, შვეიცარიაში ითამაშებს.
სფფ-ის პრესსამსახური