პრემიერლიგის პრევიუ
პრემიერლიგის მორიგ ტურის მატჩი ლივერპულში შედგება, სადაც ადგილობრივ “წითლებს” “მანჩესტერ სიტი” ესტუმრება.
არსენალი – ვესტ ჰემი
“ევერტონთან” მნიშვნელოვან მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ “არსენალი” საკუთარ მოედანზე ლონდონური დერბის ფარგლებში “ვესტ ჰემს” უმასპინძლებს.
“ჩაქუჩბი” ცხრილის შუა ნაწილში კი იმყოფებიან, მაგრამ გასავარდნ ზონას სულ 5 ქულით უსწრებენ. ეს ფაქტი დიდი სემის შეგირდებს მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევს. “არსენალს” კი ჩემპიონთა ლიგის გარეშე ემუქრება დარჩენა, რაც შესანიშნავად დაწყებული სეზონის კატასტროფული დასასრული იქნება. ასე რომ, ფეხბურთის მოყვარულები უკომპრომისო დერბის მოლოდინში უნდა იყვნენ.
სანდერლენდი – ევერტონი
“ევერტონის” ტრიუმფალური სვლა დიდი ალბათობით მოახლოებულ ტურშიც გაგრძელდება. რობერტო მარტინესის გუნდი მიმდინარე სეზონის ყველაზე სუსტ გუნდს, “სანდერლენდს” ესტუმრება, საიდანაც წესით და რიგით 3 ქულის წამოღება პრობლემა არ უნდა იყოს.
“სანდერლენდს” უკანასკნელ 5 მატჩში მხოლოდ ერთი ქულა აქვთ მოპოვებული, რისი შედეგიც ცხრილის უკანასკნელი საფეხური გახდა.
ლივერპული – მანჩესტერ სიტი
ტურის ცენტერალურ მატჩს კვირას “ენფილდი” უმასპინძლებს. ბოლო პერიოდში დაუმარცხებლად მოასპარეზე ლიდერების შეხვედრა ბევრ კითხავს გასცემს პასუხს. ან პირიქით, სატურნირო ცხრილში არსებულ დაძაბულ მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.
ამ ეტაპზე გუნდებს შორის 4 ქულიანი სხვაობაა, უპირატესობა “ლივერპულს” აქვს. მაგრამ, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მანჩესტერელებს კონკურენტთან შედარებით ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ მთავარ მატჩს მარკ კლატენბურგი განსჯის. “ლივერპულს” ტრავმირებული დანიელ აგერი და ხოსე ენრიკე ვერ დაეხმარებიან. “სიტის” ასევე ტრავმის გამო ნასტასიჩი დააკლდება.
12/04/14
13/04/14
15/04/14
06/05/14