სენსაცია დინამო არენაზე
უმაღლესის ლიგის მორიგი ტურის მატჩს უმასპინძლა “დინამო არენამ”, სადაც ერთმანეთს თბილისის “დინამო” და ბოლნისის “სიონი” დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა “დინამომ” აქტიურად დაიწყო და ტერიოტრიული უპირატესობაც მოიპოვა, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს გოლი სტუმრებმა გაიტანეს. 37-ე წუთზე “სიონი” თორნიკე აფციაურმა დააწინაურა.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა ზეწოლა გააძიერეს. ჟვანიამ თამაშში გოგა და ვუო ჩართო. “სიონი” კი ძირითადად კონტრშეტევებზე თამაშობდა და საკმაოდ დამაჯერებლადაც იცავდა თავს. ლადო ბურდულის შეგირდებმა რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს.
ბოლო წუთებში “დინამომ” შტურმი მოაწყო “სიონის” კართან. სტუმართა საჯარიმოში გიორგი ლორიაც კი ჩავიდა შემტევთა დასახმარებლად. თუმცა, ამ ყველაფერმა შედეგი არ გამოიღო და “დინამო” “სიონთან” საკუთარ მოედანზე მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ დამარცხდა.
ისე, ბევრს ეგონა, რომ “სიონი” თბილისის “დინამოს” პირველ ეტაპზე მოგებული მატჩის “ვალს” დაუბრუნებდა, თუმცა ეს აზრი მცდარი აღმოჩნდა.
დინამო 0-1 სიონი
გოლი: აფციაური 37′
დინამო: ლორია, მერებაშვილი, პაპავა, ჩისკო, ხურცილავა, კვირკველია, ხიდეშელი, ცინცაძე, მოდებაძე, რეხვიაშვილი, მარცვალაძე.
სათადარიგოები: მიგინეიშვილი, გლიშიჩი, გორგიაშვილი, ჯანელიძე, პაპუნაშვილი, ვუო, გოგა.
მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია
სიონი: მერლანი, სვანიძე, აბრამიძე, ფოფხაძე, თოთაძე, აფციაური, ბიბილეიშვილი, გოგობერიშვილი, იმედაშვილი, კახელიშვილი, ცხადაია.
სათადარიგოები: ზუხბაია, განუგრავა, სამხარაძე, უგულავა, მიკუჩაძე, მამასახლისი, გიორბელიძე.
მწვრთნელი: ლადო ბურდული
გაგაცნობთ ტურის სხვა შედეგებს:
გურია 1-3 მეტალურგი
გოლები: ჩირგაძე 30′ (0:1); ჩიმაკაძე 40′ (0:2); ისიანი 57′ (1:2); გიგაური 67′ (1:3)
ზესტაფონი 2-1 ჩიხურა
გოლები: წინამძღვრიშვილი 42′ (0:1); კაპანაძე 67′ (1:1) ჭანტურიშვილი 72′ (2:1)
მერანი 2-1 ზუგდიდი
გოლები: ბენაშვილი 30′ (1:0); გეგეჭკორი 59′ (2:0); აფაქიძე 77′ (2:1)
დილა 1-3 სპარტაკი
გოლები: რაზმაძე 18′ (1:0); მეტრეველი 47′ (1:1); კაკუბავა 51′ (1:2); შონია 57′ (1:3)
ვიტ ჯორჯია 1-1 ტორპედო
გოლები: კვირკვია 36′ (1:0); ირაკლი ლექვთაძე 59′ (1:1)