ზაქარია ბეგლარიშვილი: “ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა”
23 წლის ზაქარია ბეგლარიშვილია წლებია ესტონეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდის, ტალინის “ფლორას” ღირსებას იცავს. ქართველი ნახევარმცველი გუნდის ლიდერია. ბეგლარიშვილის ესტონეთში დაუკავშირდით და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ვესაუბრეთ.
– საქართველოში როგორც ფეხბურთელს დიდი დრო არ გაგიტარებია. ფეხბურთის თამაში სად დაიწყე?
– ფეხბურთის თამაში “ნორჩ დინამოელში” 6 წლის ასაკი დავიწყე, სადაც ჩემი პირველი მწვრთნელი პაატა მეტრეველი იყო.
– უცხოეთში საკმაოდ ახალგაზრდულ ასაკში წახვედი. ცოტა ხომ არ იჩქარე?
– ვთვლი რომ წასვლა გამართლებულია. ევროპული ქვეყანაა და აქედან უკეთეს გუნდში გადასვლა შედარებით ადვილია.
– ესტონეთში უკვე დიდი ხანია ასპარეზობ და იქაური დონე კარგად იცი. უმაღლეს ლიგასთან რომ შევადაროთ, რას იტყოდი?
– ჩემი აზრით დონე თანაბარია. წელს ესტონეთში საკმაოდ დაძაბული პირველობაა. 4-5 თანაბარი დონის გუნდი შეიკრიბა, რაც დაძაბულობას ზრდის.
ესტონეთში ყველა გუნდს შესანიშნავი სათამაშო და სავარჯიშო პირობები აქვს. “ფლორა” კი ამ კუთხით საუკეთესოა. წელს სუპერთასის მოგებაც შევძელით. გადამწყვეტი გოლი 87-ე წუთზე მე გავიტანე.