მარტინოს შემცვლელის ყველაზე კარგ კანდიდატად დიეგო სიმეონე მოისაზრება
კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ შეადგინა იმ მწვრთნელთა სია, რომელთაც შესაძლოა, რომ ხერარდო “ტატა” მარტინო ჩაანაცვლონ. სიაში ექვსი სპეციალისტი მოექცა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიელები მზად არიან მარტინო კლოპით ან ლიოვით ჩაანაცვლონ. ასევე დიეგო სიმეონეს ძალიან დიდი შანსი აქვს იმისა, რომ მომავალი სეზონიდან “ბლაუგრანას” მთავარი მწვრთნელის რანგზე მოგვევლინოს.
ამ სამი მწვრთნელის გარდა გაფართოებულ სიაში კიდევ სამი სპეციალისტი მოექცა, ესენია: ანდრე ვილაშ ბოაში, ლუის ენრიკე და ერნესტო ვალვერდე.
შეგახსენებთ, რომ ყველა ეს მწვრთნელი კატალონიელთა ყურადღბის ქვეშ მარტის დასაწყისიდან მოექცა, თუმცა ხელმძღვანელობა კლოპსა და სიმეონეს განსაკუთრებულად განიხილავს.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კლუბი მზადაა არგენტინელი სპეციალისტი, ხერარდო მარტინო სეზონის მიწურულს პოსტიდან გაანთავისუფლოს.
შეგახსენებთ, რომ მარტინოს კლუბთან კონტრაქტი 2015 წლის ივნისში ეწურება.