ესპანეთის თასის ფინალი: ბარტრას ტრავმის გამო პუიოლმა თამაშის სურვილი გამოთქვა
როგორც იცით, კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს, მარკ ბარტრას ბარძაყის კუნთის ტრავმა აწუხებს, ის ამჟამად აღდგენით ვარჯიშებს გადის და ესპანეთის თასის ფინალს მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გამოტოვებს.
ამ ტრავმის გამო გუნდის კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა გამოთქვა სურვილი იმისა, რომ მატჩში მონაწილეობა მიიღოს, ამ გადაწყვეტილებას ასევე ეთანხმება გუნდის მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინოც და მან ის განცხადში შეიყვანა მიუხედავად მცირე მუხლის ტრავმისა, სავარაუდოდ ის ძირითადი შემადგენლობიდან იასპარეზებს “ელ კლასიკოზე”.
შეგახსენებთ, რომ კატალონიელთა მეორე ცენტრალურ მცველსაც (ხერარდ პიკე მყავს მხედველობაში) აწუხებს ტრავმა და ბარტრასთან ერთად სავარაუდოდ ისიც არ იქნება ფინალში.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ კოპა დელ რეის ფინალი ვალენსიაში, სტადიონ “მესტალიაზე” 16 აპრილს თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.