პრიმერა დივიზიონის მიმოხილვა
“ბარსელონას”მოულოდნელი მარცხი, მადრიდული კლუბების გამარჯვებები და სევილიური დერბი პრიმერას ტურის მიმოხილვაში.
გრანადას გამარჯვება გრანდთან
“გრანადამ” საკუთარ მოედანზე კიდევ ერთი გრანდი დაამარცხა მინიმალური ანგარიშით. მადრიდის “რეალის” შემდეგ ლუკას ალკასარის გუნდის მსხვეპრლი “ბარსელონა” გახდა.
მიუხედავად ბევრი მცდელობისა და უდიდესი ტერიტორიული უპირატესობის “ბარსელონამ” შეხვედრის გადარჩენა ვერ მოახერხა. გრანადელთა დაცვა და განსაკურებით მეკარე საიმედოდ იცავდნენ საკუთარ კარს. ისიც უნდა ითქვას, რომ მასპნიძლებს კონტრშეტევებზე რამდნეიმე კარგი მომენტი ჰქონდათ პინტოს კართან, თუმცა “გრანადას” ფეხბურთელებმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხეს.
მატჩის შემდეგ ტატა მარტინოს კრიტიკის მორიგი ტალღა დაატყდა თავს. კატალონიური პრესა მწვრთნელის გადადგომას აქტიურად ითხოვს.
მადრიდელების მორიგი გამარჯვებები
“ბარსელონას” წაფორხილებით ისარგებლეს მადრიდულმა კლუბებმა და კატალონიურ კლუბთნა უპირატესობის გაზრდა მაოხერხეს.
რონალდუს გარეშე მოასპარეზე “რეალმა” საკუთარ მოედანზე მოკრძალებულ “ალმერიას” უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა. გოლები დი მარიამ, ისკომ, ბეილმა და შეცვლაზე შემოსულმა მორატამ გაიტანეს. ეს უკანასკნელი ბოლო პერიოდში საკამოდ წარმატებულად ერთვება თამაშში და ბენზემას დიდ კონკურენციასაც უწევს.
გათამაშების ლიდერმა “ატლეტიკომ” სტუმრად “ხეტაფეს” სძლია 0:2. გოლები ორივე ტაიმის ბოლოს გავიდა. ანგარიში გოდინმა გახსნა, ხოლო საბოლოო რეზულტატი დიეგო კოსტამ დააფიქსირა.
გამოსამშვიდობებელი სევილიური დერბი
უნაი ემერის “სევილიამ” მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად “სევილიას” მეტოქე თანაქალაქელი “ბეტისი” იყო, რომელიც საშინელ სეზონს ატარებს და ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ შემდეგ საფეხბურთო სეზონს სეგუნდაში დაიწყებს.
“სევილიამ” სავსებით დამსახურებულად მოიპოვება უკანასკნელ ცხრა შეხვედრაში მერვე გამარჯვება. მატჩის ბედი გამეიროს დუბლმა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ “ბეტისი” 27-ე წუთიდნა უმცირესობაში თამაშობდა. გაძევება კი, საკმაოდ საკამათო იყო…
11/04/14
12/04/14
გოლები: კანალიესი 8′ (0:1); ნოლიტო 37′ (1:1); გრიზმანი 43′ (1:2); სანტი მინა 82′ (2:2)
გოლი: პერბეტი 90′
გოლი: ბრაჰიმი 16′
13/04/14
გოლები: დი მარიამ 28′ ; ბეილი 53′ ; ისკო 56′ ; ალვარო მორატა 85′
გოლები: გამეირო 30′ ; 82′
გოლები: პიატი 22′ (1:0); კორო 28′ (1:1); დანი პარეხო 61′ (2:1)
გოლები: გოდინი 40′ ; დიეგო კოსტა 84′
გოლები: სტუანი 3′ (1:0): იაგო ფაიკე 43′ (1:1); ლარივეი 50′ (1:2); კოლოტო 88′ (2:2)
14/04/14
გოლები: ადურისი 4′ ; 46′ ; ანდერ ერერა 62′