პიკე, პუიოლი, ბარტრა – “ელ კლასიკოსთვის” 100%-ით მზად არიან
კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხერარდო მარტინომ დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ ხვალ “ბლაუგრანა” “მესტალიაზე” ესპნაეთის თასის ფინალში მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება.
“ბარსელონას” მცველები: ხერარდ პიკე, კარლეს პუიოლი და მარკ ბარტრა ამ განაცხადში მოხვდნენ, სამივე კატალონიელი მცველი 100%-ით მზადაა ხვალინდელი მატჩის ჩასატარებლად, იგივეს თქმა შეიძლება დოს სანტოსზე და კუენკაზეც.
სანამ გუნდი “ვალენსიაში” გაემგზავრებოდა გამართა სავარჯიშო სესია, სადაც სრულ ჯგუფთან ერთად ივარჯიშეს მარკ ბარტრამ და კარლეს პუიოლმა, ხოლო რაც შეეხება ხერარდ პიკეს მან განცალკევებით ივარჯიშა. მაგრამ უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ პიკე “ელ კლასიკოსთვის” ბოლომდე მზადაა.
“ბარსელონას” განაცხადი შემდეგნაირად გამოიყურება: პინტო, ოიერი, მონტოია, პიკე, ფაბრეგასი, პუიოლი, ჩავი, პედრო, ინიესტა, სანჩესი, მესი, ნეიმარი, დოს სანტოსი, მაშერანო, ბარტრა, ბუსკეტსი, სონგი, ალბა, აფელაი, ტელიო, ადრიანო, დანი ალვესი, კუენკა, სერხი რობერტო.
ესპანეთის კოპა დელ რეის ფინალური ეტაპი: “ელ კლასიკო” (კატალონიის “ბარსელონა” – მადრიდის “რეალი”).
თარიღი: 16 აპრილი.
დაწყების დრო: 23:30 თბილისის დროით.