კრუიფმა მესიზე ისაუბრა
კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა და მთავარმა მწვრთნელმა, ჰოლანდიელმა ლეგენდამ, იოჰან კრუიფმა განაცხადა, რომ იგი ეთანხმება კრიტიკას, რომელიც არგენტინელი თავდამსხმელიის, ლიონელ მესის თავს ხდება. ლეო მესის უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის (“ბარსელონა” – “ატლეტიკო” 1-2) ჩავარდის გამო აკრიტიკებენ.
“იმას თქმა არ შეგვიძლია, რომ ვთქვათ მესი “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გამართული მატჩებით დაინტერესებული არ იყო, ამ მატჩების წინ მან საოცრად იასპარეზა “ელ კლასიკოზე” გაიტანა რა 3 გოლი და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩში რა მოხდა მესის თავს? ის ყველაზე გულგრილი ფეხბურთელი იყო მოედანზე კატალონიელთა მხრიდან, ამავდროულად ყველაზე სახიფათო და მოწინააღმდეგეები მას განძრევის საშუალებას არ აძლევდნენ.” – განაცხადა იოჰან კრუიფმა.