პუიოლი: “ბარსელონას” ფეხბურთელები მზად ვართ მარტინოს გვერდში ამოვუდგეთ”
კატალონიის “ბარსელონას” ესპანელმა ცენტრალურმა მცველმა და კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა გამოხატა მხარდაჭერა კლუბის მთავარი მწვრთნელის, ხერარდო მარტინოსადმი, რომელმაც შესაძლოა კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი მიმდინარე სეზონის დასასრულს დატოვოს. მედიამ ხერარდო მარტინო მადრიდის “ატლეტიკოსთან” (ჩემპიონთა ლიგა 1-0) და “გრანადასთან” (ლა ლიგა 1-0) მარცხის შემდეგ სასტიკად გააკრიტიკა.
“ჩვენ ჩვენს საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებთ. ადვილია გააკრიტიკო მწვრთნელი ვიდრე 25 ფეხბურთელი. თუ მოვლენები არასწორად ვითარდება კლუბში ეს მწვრთნელის კი არა მთლიანი გუნდის ბრალია.
ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ მარტინოს. ის უდიდესი მწვრთნელია და მას ჩენთან კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს. ის ჩვენთვის ყველაფერია.” – განაცხადა პუიოლმა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა სეზონის მიწურულს ტატა მარტინო დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, გერმანელმა სპეციალისტმა, იურგენ კლოპმა ჩაანაცვლოს.