რეალი – ბარსელონა: მეტი ვიდრე ფეხბურთი
რეალის და ბარსელონას დაპირისპირება ისტორიულ კონტექსტში ესპანეთის და კატალონიის ურთიერთობას ასახავს.
ნოემბერში კატალონიაში რეფერენდუმი უნდა ჩატარებულიყო. კატალონიელებს დამოუკიდებლობის შესახებ აპირებდნენ გადაწყვეტილების მიღებას. 2013 წლის იანვარში კატალონიის პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა სუვერენიტეტის დეკლარაცია და ესპანეთისგან გამოყოფის კურსი გამოაცხადა. “კატალონია დამოკიდებელი ქვეყანა უნდა იყოს, რომელიც ევროკავშირის წევრი იქნება” – განაცხადა არტურ მასმა, ავტონომიური ოლქის მთავარმა პოლიტიკურმა ფიგურამ. მაგრამ, 2014 წლის მარტში ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რეფერენდუმი უკანონოდ სცნო და მისი ჩატარება აკრძალა. თუმცა, ამ ისტორიას გაგრძელება აუცილებლად ექნება…
რეალის და ბარსას დაპირისპირება მადრიდის და ბარსელონას პოლიტიკური კონფლიქტის განუყრელი ნაწილია. ახლა მხარეები მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე უპირისპირდებიან ერთმანეთს, თუმცა 30-იან წლებში ყველაფერი სხვაგვარად იყო. ბარსელონა მეორე რესპუბლიკის იდეური დედაქალაქი იყო, საფეხბურთო კლუბის პრეზიდენდი ხოსებ სუნიოლი კი სამოქალაქო ომის დროს წარმატებული პოლიტიკოსის სახელით სარგებლობდა. ერთ-ერთი მივლინების დროს სუნიოლი გენერალ ფრანკოს ჯარისკაცებმა დააპატიმრეს და დახვტირეს. ფრანკომ ომში გამარჯვება მოიპოვა და ქვეყანაში ავტორირატული რეჟიმი დაამკვიდრა. ესპანურის გარდა ქვეყანაში ყველა დარანჩენი ენა აიკრძალა. საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა” კი, ფრანკოს მიმდევრების მიერ სასტიკად იდევნებოდა. საფეხბურთო კლუბს ფაქტობრივად პოლიტიკურ ორგანიზაციას ადარებდნენ. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება “ბარსას” დევიზი – “მეტი ვიდრე კლუბი”. კატალონიაში “რეალს” დღემდე უკავშირებენ ფრანკოს იდეოლოგიას. სწორედ ამით აიხსნება ბარსელონელების სასტიკი სიძულვილი “სამეფო კლუბის” მიმართ.
კიდევ ერთი ისტორიული ეპიზოდი, რომელმაც “რეალსა” და “ბარსას” შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწავავა, იყო ბრძოლა ალფრედო დი სტეფანოსთვის. არგენტინელმა გენიოსმა ორივე ესპანური კლუბის ხელმძღვანელობაზე უდიდესი შთაბეჭდილების მოხდენა შესძლო. დი სტეფანო იმ დროს “რივერიდან” კოლუმბიურ “დეპორტივო მილიონარიოსში” ახალი გადასული იყო. “რეალმა” და “ბარსამ” კი სერიოზულად განიძრახეს მისი გადაბირება. სატრანსფერო ამბავი იმდენად ჩაიხლართა, რომ საქმის გადაწყვეტა ფიფას მიანდეს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ კი, საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო და კლუბებს ფეხბურთელის გაყოფა შესთავაზა. ანუ, დი სტეფანოს მონაცვლეობით უნდა ეთამაშა, ერთი სეზონი “ბარსაში”, მერე კი “რეალში”. თუმცა, “ბარსას” პრეზიდენტმა, რომელიც ფრანკოს დანიშნული იყო, “მოულოდნელად” უკან დაიხია და დი სტეფანო “რეალს” დაუთმო. ბარსელონაში ეს ამბავი მწარედ ახსოვთ, მადრიდში კი ამტკიცებენ, რომ კატალონიელებმა არგენტინელზე თავად თქვეს უარს.
გადიოდა დრო და კლუბების ბოსებმა მშვიდობიანი თანაცხოვრება დაიწყეს. ხელმძღვანელებმა რამენიმე სარფიანი სატელევიზიო კონტრაქტიც კი გააფორმეს ერთად. თუმცა, გულშემატკივრებს აღნიშნული საკითხები არ ადარდებთ. ისივნი, კვლავ მტკივნეულად რეაგირებენ “რეალიდან” “ბარსაში” (ან პირიქით) განხორციელებულ ტრანსფერებზე. მიქაელ ლაუდრუპი, ბერნდ შუსტერი, ლუიშ ფიგუ – ბოლო დროის ყველაზე ხმაური ტრასნფერებია.
ფიფაში ხშირად იმეორებენ, რომ ფეხბურთი პოლიტიკისგან შორს დგას, თუმცა ესპანური შემთხვევა ასეთ მოსაზრებას არ ეთანხმება. “რეალის” და “ბარსელონას” დუელი მეტია ვიდრე ფეხბურთი. ისტორიული დაპირისპირების მორიგ სერია გულშემატკივარი დღეს, თბილისის დროით 23:30 – ზე იხილავს.