“ზესტაფონის” ფან-კლუბის ღია წერილი

თარიღი: აპრილი 17, 2014

სულ რამდენიმე დღის წინ ქართული საფეხბურთო სამყარო შეძრა უეფას მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში არსებული გარიგებული მატჩების თაობაზე.

ამასთან დაკავშირებით ჩვენი, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” გულშემატკივართა კლუბის პოზიცია ცალსახაა: ნებისმიერი გუნდი, ფეხბურთელი, არბიტრი თუ პრეზიდენტი, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ქართულ ფეხბურთში სიყალბის, ტყუილის, მომხვეჭელობის ხანა, რამაც უფსკრულის პირას მიიყვანა ერთ დროს საქართველოში სპორტის ნომერ პირველი სახეობა.

თითოეული გარიგებული მატჩი ჩვენი ფეხბურთის დიდ სირცხვილად, შავ ლაქად მიგვაჩნია, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ უეფას მიერ გარიგებული მატჩების სიაში შეტანილ ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელზეც ინტერნეტ-საიტ “მსოფლიო სპორტისათვის” მიცემულ ინტერვიუში რუსთავის “მეტალურგის” ამჟამინდელი დირექტორიზაზა დოლიძე გულწრფელად საუბრობს. ბატონი ზაზა უეფას რეპორტში მოხვედრილ ერთ-ერთ შეხვედრად რუსთავის “მეტალურგსა” და მარტვილის “მერანს” შორის 2011-2012 წლების სეზონში გამართულ და რუსთაველთა გამარჯვებით დასრულებულ მატჩს მოიხსენიებს…

საფეხბურთო საზოგადოებას კარგად უნდა ახსოვდეს, როდესაც 2012 წლის მაისში სასწორზე საქართველოს ჩემპიონობა იდო და ტიტულისათვის “ზესტაფონი” და რუსთავის “მეტალურგი” იბრძოდნენ, სწორედ ამ ორი გუნდის (“მერანი” და მეტალურგი”) მონაწილეობით გამართული მატჩის შედეგი იმთავითვე შეირაცხა საეჭვოდ “ზესტაფონის” ხელმძღვანელობის მხრიდან. მეტიც, კლუბის მაშინდელმა პრეზიდენტმა და ამჟამინდელმა მფლობელმა ბატონმა ილია კოკაიამ ეს თემა საგანგებო პრესკონფერენციაზეც გაახმაურა.

ყოველივე ამას მძაფრი რეაქცია მოჰყვა როგორც “მერანის”, ისე “მეტალურგის”იმჟამინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან. ისინი შეშფოთებას გამოხატავდნენ გაჟღერებული ბრალდებების გამო და “ზესტაფონისგან” ბოდიშის მოხდასაც კი ითხოვდნენ. გვინდა შეგახსენოთ იმ პერიოდში განვითარებული მოვლენები და შემოგთავაზოთ მცირე ამონარიდი სფფ-ს პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასთან ინტერნეტ-საიტ “მსოფლიო სპორტზე” 2012 წლის 21 მაისს გამოქვეყნებული ინტერვიუდან: “… ჩვენთან მოვიდა წერილი როგორც “მერანიდან”, ისე “მეტალურგიდან”. ისინი ითხოვენ ამ ბრალდების დამტკიცებას, ან ბოდიშის მოხდას… რომ ამბობენ, ფაქტებს დავდებთო, წარმოდგენის შემთხვევაში, მივმართავთ პროკურატურასაც და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. სკანდალი, რომელიც დღესდღეობით საქართველოს ჩემპიონატშია, ჩვენს იმიჯზე აისახება, რადგანაც უეფა ყოველივეს საქმის კურსშია…

 

მიგვაჩნია, რომ გარიგებებში მონაწილეობის გამო უპირველეს ყოვლისა არა კლუბები, არამედ ამ სიბინძურის შემოქმედი კონკრეტული პირები უნდა დაისაჯონ. “მეტალურგსა” და “მერანში” დღესდღეობით ბევრი ისეთი ადამიანი მოღვაწეობს, ვისაც ხსენებულ მოვლენებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია…

 

აქვე უნდა ითქვას ერთიც – იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გარიგებული მატჩების შესახებ ინფორმაციას უეფადან სისტემატურად და თანაც ოპერატიულად ღებულობს, სიმართლის თქმას რატომღაც მთელი 2 წელი დასჭირდა. ჩნდება კანონზომიერი შეკითხვა – თუკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქამდეც ფლობდა ამ ინფორმაციას, რატომ არ მოხდა მისი განსაჯაროება?

 

ვფიქრობთ, უეფას მიერ გამოგზავნილ გარიგებული მატჩების სიაში ამ ორი გუნდის მონაწილეობით 2011-2012 წლების სეზონში გამართული შეხვედრის აღმოჩენა სრულ საფუძველს გვაძლევს, მოვითხოვოთ:

 

1. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უმკაცრესად დასაჯოს ყველა ის პიროვნება, ვინც სპორტული შედეგებით მანიპულირებასა და ასეთი ხერხით საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის საბოლოო შედეგების და ჩემპიონის ვინაობის გაყალბებას ცდილობდა.

2. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დღესვე (და არა ორწლიანი პაუზის შემდეგ!) გამოაქვეყნოს და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს მის ხელთ არსებული მთელი ინფორმაცია გარიგებული მატჩებისა და მასში მონაწილე პირების შესახებ.

3. საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ხელმძღვანელობამ მოითხოვოს მარტვილის “მერანის” და რუსთავის “მეტალურგის” იმჟამინდელი ხელმძღვანელობისაგან და ამ საქმის ყველა მონაწილე პირისა თუ მხარისაგან (იმ შემთხვევაში, თუ ამ მატჩის შედეგით მანიპულირების შესახებ ქართული ფეხბურთის სახლშიც იცოდნენ, აქ ფეხბურთის ფედერაციაცაა ნაგულისხმევი) ბოდიშის მოხდა არა მარტო ჩვენი, ზესტაფანების, არამედ მთელი ქართული საფეხბურთო საზოგადოების წინაშე!

 საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” გულშემატკივართა კლუბი



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა