კავანი: “ინგლისელები მანქანები არიან”
“პარი სენ-ჟერმენისა” და ურუგვაის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ედინსონ კავანი აცხადებს, რომ ინგლისის ნაკრების მოთამაშეები მანქანები არიან.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ურუგვაელებს ინგლისის, კოსტა რიკისა და იტალიის ნაკრებების წინააღმდეგ მოუწევთ ბრძოლა.
“მე რომ მკითხოთ, ინგლისელები მანქანები არიან. მათ გარდა, იტალიელებს, ესპანელებსა და გერმანელებს თავიანთი დამახასიათებელი მენტალიტეტი გააჩნიათ”, – ამბობს კავანი.