პრიმერა დივიზიონის პრევიუ
ესპანეთის ჩემპიონატი ფინიშის სწორზე გადის. ტრადიციულად გთავაზობთ პრიმერა დივიზიონის მორიგი ტურის პრევიუს.
ატლეტიკო – ელჩე
პრიმერას 34-ე ტურის პირველი შეხვედრა დღეს მადრიდში გაიმართება. “ვისენტე კალდერონზე” ადგილობრივი “ატლეტიკო” “ელჩეს” უმასპიძლებს.
ლიდერის და აუტსაიდერის დაპირისპირება წესით და რიგით სენსაციის გარეშე უნდა დასრულდეს. სიმეონეს გუნდი სეზონის დასკვნით ნაწილში ფორმის პიკზეა. “ატლეტიკოსთან” ნებისმიერ გუნდს უჭირს თამაში და გამონაკლისი არც “ელჩე” იქნება, რომელიც ძლიერი გუნდების რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნება.
გასულ ტურში მადრიდელებმა “ელჩეს” კონკურენტი, “ხეტაფე” დაამარცხეს, ხოლო ფრან ესკრიბას შეგირდები ვალენსიას სტუმრობდნენ, სადაც მინიმალური სხვაობით წააგეს.
სევილია – გრანადა
ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად მებრძოლი “სევილია” გასული ტურის მთავარი სენსაციის შემოქმედ “გრანადას” უმასპინძლებს.
უნაი ემერის გუნდის პროგრესი ბოლო პერიოდში აშკარაა. სევილიელებს მეოთხე პოზიციასთან ექვსქულიანი ჩამორჩენა აქვთ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ “ბილბაოს” ბარსელონაში უწევს ჩასვლა, ქულათა სხვაობის შემცირება საკმაოდ რეალურია. ამიტომ, “სევილიას” გამარჯვება აუცილებლად ესაჭიროება. თანაც, რთული წარმოასადგენია, რომ “გრანადამ” ზედიზედ მეორე სენსაციის მოხდენა შესძლოს.
ბარსელონა – ბილბაო
ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას კატალონიის დედაქალაქი უმასპინძლებს, სადაც სტუმრაბ “ბილბაო” ჩავა.
ამ გუნდების დაპირისპირებას მცირე კლასიკოსაც ეძახიან. წლევანდელ შემთხვევაში კი, ისტორიულ დაძაბულობას სატურნირო ინტრიგაც ემატება. გამარჯვება ორივე გუნდს ჰაერივით ესაჭიროება.
“ბარსელონას” და “ბილბაო” მატჩი 20 აპრილს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მნიშვნელოვანი შეხვედრი მთავარი მსაჯი ხუან მარტინესი იქნება.
18/04/14
19/04/14
20/04/14
21/04/14
07/05/14