ბუნდესლიგის პრევიუ
დარჩენილი გერმანული ტურების მთავარი ინტრიგა ვაკანტური საჩემპიონთალიგო ადგილისთვის ბრძოლაა, რომელშიც “ვოლფსბურგი”, “ლევერკუზენი” და “გლადბახი” იბრძოლებენ.
ფრაიბურგი – ბორუსია მ.
გლადბახელები ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ “ფრაიბურგს” ესტუმრებიან. “ბორუსიამ” გასულ ტურში “შტუტგარტთან” დაკარგა მნიშნველოვანი ქულები და კიდევ ერთ წაფორხილება ფავრის შეგირდებისთვის ფაქტობრივად სასიკვდილო იქნება.
თავის მხრივ “ფრაიბურგსაც” საკმაოდ მნიშნველოვანი მიზნები აქვს გადასაწყვეტი და მოგება მასპინძლებსაც სჭირდებათ. ასე რომ, ფრაიბურგში საინტერესო მატჩი უნდა შედგეს.
ჰამბურგი – ვოლფსბურგი
“ვოლფსბურგმა” გასულ “ნიურნბერგის” სახით ერთი აუტსაიდერი უკვე დაამარცხა. ახლა კი ჯერი “ჰამბურგზეა”, რომელსაც როგორც ჩანს ჯერ ვერც მირკო სლომკა შველის. ჰამბურგელები კვლავ არასტაბილურად ასპარეზობენ და სახითაფო ზონას ვერ სცილდებიან.
“ვოლფსბურგი” სანატრელ მეოთხე პოზიციას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება და ჰამბურგში რა თქმა უნდა მოსაგებად ჩადის.
ნიურნბერგი – ლევერკუზენი
“ვოლფსბურგთან” დამარცხებული “ნიურნბერგი” დამდეგ ტურში მის მთავარ კონკურენტს, “ლევერკუზენს” უმასპინძლებს.
საშა ლევანდოვსკის შეგირდებმა გასულ ტურში მოპოვებული გამარჯვებით მეოთხე პოზიცია დაიბრუნეს და კონკურენტებთან მინიმალური უპირატესობაც მოიპოვეს, რომლის შენარჩუნებასაც აუტსაიდერთან მატჩში შეეცდებიან.
“ნიურნბერგმა” მეორე ეტაპი კარგად დაიწყო, თუმცა ბოლო დროს მცირე ჩავარდნა აქვს, რაც ზედიზედ სამ წაგებული მატჩში გამოიხატა.
17/04/14
19/04/14
20/04/14