სერია A – პრევიუ
ერთდღიანი იტალიური ტური დღეს შედგება და რამდენიმე საინტერესო მატჩსაც გვპირდება.
მილანი – ლივორნო
“მილანი” სან-სიროზე “ლივორნოს” უმასპინძლებს და მოგებათა სერიის 5 მატჩამდა გაზრდას შეეცდება, რაც “ლივორნოს” სათამაშო ფორმიდან გამომიდნარე საკმაოდ რეალურიც არის.
დი კარლოს შეგირდებს ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ და ბუნებრიავია, რომ ასეთი მაჩვენებლით გუნდი გასვარდნი ზონიდან ვერ ამოდის.
გარდა ამისა, “მილანის” კონკურენტების უშუალო შეხვედრის ფონზე ზეედორფის გუნდის გამარჯვება ორმაგად მნიშვნელოვანი ხდება.
პარმა – ინტერი
მეხუთე საევროპო პოზიციისთვის მებრძოლი გუნდები ერთამანეთს პარმაში შეხვდებიან.
მაცარის გუნდი “პარმას” ორი ქულით უსწრებს. ასე რომ, ამ შეხვედრის მნიშნველობაზე ბევრი საუბარი არც ღირს.
აღნიშნული მატჩის შედეგით, უშუალო მონაწილეებზე არანკალებ არის დაინტერესებული “მილანი”, რომელიც ქულების დაკარგვას ორივე გუნდისგან ელის.
ფიორენტინა – რომა
ტურის პროგრამას ფლორენციაში გასამართი მატჩი დაასრულებს. შეიძლება ითქვას, რომ “ფიორენტინასაც” და “რომასაც” დაკავებული მეოთხე და მეორე პოზიციები განაღდებული აქვთ და ფლორენციაში უბრალოდ მაღალი დონის ფეხბურთს ვიხილავთ.
თანაც, პირველ წრეში განცდილი მარცხის გამო ფლორენციელებს რევანში სწყურიათ და ამის გაკეთებას საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ შეეცდებიან.
19/04/14