ვან გაალი უარს არ იტყვის
ამსტერდამის “აიაქსის” რეზერვების ამჟამინდელი მწვრთვნელი, ბრაიან როი აცხადებს, რომ ვან გაალი სრულყოფილად “მოერგება” ინგლისურ გიგანტს. ბრაიან როი ჰოლანდიის ნაკრებისა და “ნოთინგემ ფორესტის” ყოფილი ფეხბურთელია. მას აგრეთვე “აიაქსში” მოუწია თამაში, ვან გაალის ხელმძღვანელობით.
“მას ისევ ისეთი წყურვილი გააჩნია. მგონია რომ იგი მოედანზე განუტევებს სულს, რადგან პენსიაში გასვლაზე არც ფიქრობს. მას მეტისმეტად უყვარს თავისი საქმე.” – ციტირებს როის სიტყვებს გამომცემლობა Daily Mirror.
“დამიჯერეთ, ვან გაალი არ დაბლოკავს “იუნაიტედის” შემოთავაზებას. ვფირქობს ეს სწორედ ის სამუშაოა, რომელიც მას ძალიან ხიბლავს და მიმაჩნია, რომ ის შესაფერისი კანდიდატია “მანჩესტერ იუნაიტედისთვის.” ჩემთვის ის საუკეთესო მწვრთვნელია, ვისთანაც კი მიმუშავია. მან დაამტკივა, რომ თავის საქმეს მაღალ დონეზე აკეთებს.”
“ის ძალიან დისციპლინირებულია, მკაცრი და ფილოსოფიით შემტევი. მე კარგად ვიცნობ ინგლისურ ფეხბურთს და მისი სტილი კარგად ერგება მას. იგი ძირითადად ვინგერებს ეყრდნობა, არის ძალიან ძლიერი ტაქტიკოსი და საუკეთესო რაც შემიძლია ვთქვა, არის მომთხოვნი. მოედანზე ყველას ეცოდინება თავის საქმე. ფეხბურთელებს გაანალიზებული ექნებათ თუ რას ითხოვენ მისგან. მათ ეცოდინებათ მათი პოზიცია და თავიანთი როლი გუნდში.”
“გზა, რომლითაც ამზადებს ის თავიანთ გუნდებს არის შესანიშნავი. ორგანიზება და ტაქტიკა, ეს არის მისი მთავარი იარაღი, რომელიც ძალიან კარგად ჯდება ინლისური ფეხბურთის ფილოსოფიაში. ერთადერთი, რაზეც წარმოდგენა არ მაქვს, ეს ფიზმომზადებაა. შეიძლება ეს იყოს მისი ერთადერთი სუსტი წერტილი, რადგან ინგლისში ყოველთვის ფორმაში უნდა იყო. ეს ინგლისური ფეხბურთის დიდი და განუყოფელი ნაწილია.”
“მაგრამ შეხედეთ მის მიერ გაწვრთვნილ გუნდებს. ისინი ყოველთვის მიმზიდველ და სანახაოებრივ ფეხბურთს თამაშობდნენ. სწორედ ამას შემოიტანს ვან გაალი “იუნაიტედში”. თუ იგი მთავარ მწვრთვნელად აირჩიეს, ის დიდ წარმატებას მიაღწევს.” დაასრულა როიმ.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფანკლუბი – http://redarmy.ge/